ესაია
„ნუ გეშინია, რადგან მე გამოგისყიდე!+
სახელით მოგიხმე,
მე მეკუთვნი!
როცა ცეცხლში გაივლი, არ დაგწვავს,
ალიც ვერაფერს დაგაკლებს.
3 მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი,
ისრაელის წმინდა, შენი მხსნელი.
შენ გამოსასყიდად გავეცი ეგვიპტე,
ეთიოპია და სება — შენ სანაცვლოდ;
შენ სანაცვლოდ ხალხს გავცემ,
შენი სიცოცხლის სანაცვლოდ — ერებს.
5 ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ!+
აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს შთამომავლობას
და დასავლეთიდან შევკრებ.+
6 ჩრდილოეთს ვეტყვი, გაუშვი-მეთქი;+
სამხრეთს ვეტყვი, ნუ დააკავებ,
შორიდან მოიყვანე-მეთქი ჩემი ვაჟები და დედამიწის კიდეებიდან — ჩემი ასულები,+
7 ყველა, ვინც ჩემი სახელით იწოდება,+
ვინც ჩემი დიდებისთვის გავაჩინე,
გამოვსახე და შევქმენი.+
ვის შეუძლია მათ შორის* ამის თქმა?
მოიყვანონ თავიანთი მოწმეები თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად,
რომ მოისმინონ და თქვან, ეს სიმართლეაო.+
10 თქვენ ხართ ჩემი მოწმეები,+ — ამბობს იეჰოვა, —
ჩემი მსახური, რომელიც ამოვირჩიე,+
რათა გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი
და მიმხვდარიყავით, რომ მე იგივე ვარ.+
ჩემამდე არ უარსებია ღმერთს
და არც ჩემ შემდეგ იარსებებს.+
11 მე, მე ვარ იეჰოვა+ და ჩემ გარდა არავინაა მხსნელი.+
12 მე ვაუწყებდი, ვიხსნიდი და ვაცხადებდი,
როცა თქვენ შორის არ იყო სხვა ღმერთი.+
ასე რომ, თქვენ ხართ ჩემი მოწმეები, — ამბობს იეჰოვა, — და მე ღმერთი ვარ.+
როცა ვმოქმედებ, წინ ვინ აღმიდგება?!“+
14 აი, რას ამბობს იეჰოვა, თქვენი გამომსყიდველი,+ ისრაელის წმინდა:+
„თქვენი გულისთვის გავგზავნი ჯარს ბაბილონში და ჩამოვყრი კარიბჭეთა ურდულებს,+
თავიანთ ხომალდებში სიმწრით აღრიალდებიან ქალდეველები.+
15 მე ვარ იეჰოვა, თქვენი წმინდა,+ ისრაელის შემოქმედი,+ თქვენი მეფე“.+
16 აი, რას ამბობს იეჰოვა,
ზღვაში გზისა და ბობოქარ წყლებში სავალის გამკვალავი,+
ჯარისა და მამაცი მებრძოლების ერთად გამომყვანი:
„დაწვებიან და ვეღარ ადგებიან.+
გაქრებიან და პატრუქივით ჩაქრებიან.
18 ნუ გაიხსენებთ პირვანდელს,
უწინდელზე ნუ იფიქრებთ.
განა ვერ მიხვდებით?!
20 განმადიდებენ მინდვრის მხეცები,
ტურები და სირაქლემები,
რადგან უდაბნოშიც კი იდინებს წყალი
და ხრიოკზე — მდინარეები,+
რათა დალიოს ჩემმა ხალხმა,+ ჩემმა რჩეულმა,
21 ხალხმა, რომელიც ჩემთვის შევქმენი
ჩემი დიდების გამცხადებლად.+
23 არ მოგიტანია ჩემთვის ცხვარი მთლიანად დასაწვავ მსხვერპლად,
შესაწირავებით არ განგიდიდებივარ.
არ დამიძალებია, რომ ძღვენი მოგერთმია ჩემთვის,
არც გუნდრუკის კმევით დამიღლიხარ.+
შენი ცოდვები ტვირთად დამაწვა,
დამღალე შენი დანაშაულით.+
26 გამახსენე; სამსჯავროზე დავუპირისპირდეთ ერთმანეთს,
თქვი შენი სათქმელი შენი სიმართლის დასამტკიცებლად.