ესაია
66 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„ზეცა ჩემი ტახტია და დედამიწა — ფეხსადგამი.+
მზერას მივაპყრობ მას,
ვინც თავმდაბალი და სულდამწუხრებულია, და თრთის ჩემს სიტყვაზე.+
3 რაღა ხარის დამკვლელი და რაღა კაცისმკვლელი,+
რაღა ცხვრის შემწირველი და რაღა ძაღლისთვის კისრის გადამმტვრეველი,+
რაღა ძღვნის მომტანი და რაღა ღორის სისხლის შემწირველი!+
რაღა გუნდრუკის სამახსოვროდ მკმეველი+ და რაღა კურთხევის ჯადოქრული სიტყვებით წარმომთქმელი*!+
თავად აირჩიეს თავიანთი გზა
და სისაძაგლე სიამოვნებთ.
რადგან, როცა ვუხმობდი, პასუხს არავინ მცემდა,
და, როცა ველაპარაკებოდი, ყურს არავინ მიგდებდა;+
ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში
და იმას ირჩევდნენ, რაც არ მომწონდა“.+
5 ისმინეთ იეჰოვას სიტყვა თქვენ, ვინც თრთით მის სიტყვაზე:
„თქვენმა მოძმეებმა, რომლებსაც სძულხართ, რომლებიც თავიდან გიშორებენ ჩემი სახელის გამო, თქვეს, იდიდოსო იეჰოვამ!+
ის გამოჩნდება და თქვენ გაიხარებთ,
ისინი კი შერცხვებიან“.+
6 ხმაური ისმის ქალაქიდან, ხმა ისმის ტაძრიდან!
ეს იეჰოვას ხმაა, საკადრისს რომ უზღავს თავის მტრებს.
7 სიონმა მშობიარობის დაწყებამდე გააჩინა შვილი;+
ვიდრე ტკივილები მოუვლიდა, ვაჟი შეეძინა.
8 ვის სმენია ასეთი რამ?!
ვის უნახავს მსგავსი რამ?!
თუ გაჩენილა ქვეყანა ერთ დღეში?!
თუ დაბადებულა ერი ერთბაშად?!
მშობიარობა დაეწყო სიონს და ვაჟები შვა.
9 „მშობიარობამდე რომ მივიყვან, განა არ ვამშობიარებ?! — ამბობს იეჰოვა. —
განა დავუხშობ საშვილოსნოს მშობიარეს?! — ამბობს შენი ღმერთი. —
10 იხარეთ და იმხიარულეთ იერუსალიმთან ერთად თქვენ,+ მისმა მოყვარულებმა!+
დიდად გაიხარეთ მასთან ერთად, მასზე მგლოვიარენო,
11 რადგან მოწოვთ მის მანუგეშებელ ძუძუს და გაძღებით,
ხარბად დაეწაფებით და ნეტარებას პოვებთ მისი დიდების სიუხვით“.
12 აი, რას ამბობს იეჰოვა:
გამოიკვებებით და ხელში აყვანილს გატარებენ,
კალთაში ჩასმულს დაგარწევენ.
14 დაინახავთ და მთელი გულით გაიხარებთ,
თქვენი ძვლები მობიბინე ბალახივით ქორფა იქნება.
იეჰოვა თავის მსახურებს ძლიერ მკლავს უჩვენებს,
მტრებს კი შერისხავს.+
ქარიშხალს ჰგვანან მისი ეტლები,+
რათა რისხვითა და მძვინვარებით გადაუხადოს სამაგიერო
და ცეცხლის ალით გაუსწორდეს მათ.+
16 ცეცხლით აღასრულებს იეჰოვა განაჩენს,
თავისი მახვილით მოჰკითხავს პასუხს ყველა ხორციელს.
მრავალი დაიხოცება იეჰოვას ხელით.
17 ყველას, ვინც წმინდავდება და სუფთავდება, რათა ბაღებში*+ შევიდეს და მის შუაში მდგომს გაჰყვეს, ყველას, ვინც ღორის ხორცს,+ თაგვებსა თუ სხვა სისაძაგლეს ჭამს,+ ერთიანად მოეღება ბოლო, — ამბობს იეჰოვა. — 18 რაკი ვიცი მათი საქმეები და მათი ფიქრები, მოვდივარ ყველა ხალხისა და ენის შესაკრებად. მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას.
19 მათ შორის აღვმართავ ნიშანს და გადარჩენილთაგან ზოგიერთს გავგზავნი ხალხებთან: მშვილდის მომზიდველებთან თარშიშში,+ ფულში, ლუდში,+ აგრეთვე თუბალსა და იავანში,+ შორეულ კუნძულებზე, რომლებსაც არ სმენიათ ჩემ შესახებ და არ უნახავთ ჩემი დიდება; ისინი ხალხებს აუწყებენ ჩემი დიდების შესახებ.+ 20 ისინი ყველა ხალხიდან მოუყვანენ იეჰოვას ძღვნად+ თქვენს ძმებს ცხენებით, ეტლებით, ჩარდახიანი ურმებით, ჯორებითა და სწრაფი აქლემებით ჩემს წმინდა მთაზე, იერუსალიმში, ისე როგორც ისრაელებს მოაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლით იეჰოვას ტაძარში, — ამბობს იეჰოვა. —
21 მათგან ზოგიერთს მღვდლად და ლევიანად დავნიშნავ, — ამბობს იეჰოვა. —
22 როგორც ახალი ცა და ახალი დედამიწა,+ რომლებსაც ვქმნი, მუდამ იარსებებს ჩემ წინაშე, ასევე იარსებებს თქვენი შთამომავლობა და თქვენი სახელი, — ამბობს იეჰოვა.+ —