მეორე წერილი კორინთელების მიმართ
5 ვიცით, რომ ეს კარავი, ჩვენი მიწიერი სახლი, დაიშლება+ და ღვთისგან მივიღებთ ხელთუქმნელ შენობას,+ მარადიულ სახლს ზეცაში. 2 ჩვენ ვოხრავთ ამ სახლში და გვინდა, იმით შევიმოსოთ, რაც ზეცაშია ჩვენთვის გამზადებული,+ 3 რათა, როცა შემოსვის დრო მოვა, შიშვლები არ დავრჩეთ. 4 ამ კარავში დამძიმებულნი ვართ და ვოხრავთ, არა იმიტომ, რომ მისი მოშორება გვსურს, არამედ გვინდა, ახლით შევიმოსოთ,+ რათა მოკვდავი სხეული სიცოცხლემ ჩაანაცვლოს.+ 5 ამისთვის ღმერთმა მოგვამზადა,+ რომელმაც თავისი სული გვიბოძა მომავლის საწინდრად*.+
6 ასე რომ, ყოველთვის მხნედ ვართ და ისიც ვიცით, რომ სანამ ამ სხეულში ვცხოვრობთ, უფალთან არ ვართ;+ 7 ჩვენ რწმენით დავდივართ და არა იმით, რასაც ვხედავთ. 8 მხნედ ვართ, თუმცა ამ სხეულთან განშორებას და უფალთან დასახლებას ვამჯობინებთ.+ 9 ასე რომ, მასთან ვმკვიდრობთ თუ არა, ჩვენი მიზანია, მისთვის მოსაწონი ვიყოთ, 10 რადგან ყველანი უნდა წარვდგეთ ქრისტეს სასამართლო ტახტის წინაშე, რათა თითოეულმა იმის მიხედვით მიიღოს საზღაური, რასაც ხორციელ სხეულში ყოფნისას აკეთებს, კარგს თუ ცუდს.+
11 რაკი უფლის შიში გვაქვს, ხალხის დარწმუნებას ვცდილობთ, თორემ ღვთისთვის ისედაც ცხადია, ვინ ვართ. იმედია, თქვენი სინდისისთვისაც ცხადია, ვინ ვართ. 12 ხელახლა კი არ წარგიდგენთ თავს, არამედ გვინდა, საიმისო მიზეზი მოგცეთ, რომ ჩვენით იამაყოთ და შეძლოთ, საკადრისი პასუხი გასცეთ მათ, ვინც თავისი მდგომარეობით ამაყობს+ და არა იმით, რაც გულში აქვს. 13 თუ შეშლილებივით ვიქცეოდით,+ ღვთის გულისთვის ვიქცეოდით ასე, და, თუ საღად ვაზროვნებთ, თქვენთვის ვაზროვნებთ. 14 ჩვენი აღმძვრელი ის სიყვარულია, რომელიც ქრისტეს აქვს, რადგან გვესმის, რომ ერთი მოკვდა ყველასთვის,+ რადგან ყველანი მკვდრები იყვნენ. 15 ის ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა საკუთარი თავისთვის კი აღარ იცოცხლონ,+ არამედ მისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.
16 ამიტომ ამიერიდან აღარავის ვაფასებთ ადამიანური თვალთახედვით.+ და, თუ ერთ დროს ქრისტეს ადამიანური თვალთახედვით ვაფასებდით, ახლა აღარ ვიქცევით ასე.+ 17 ვინც ქრისტესთან ერთობაშია, ის ახალი ქმნილებაა.+ ყოველივე ძველი წარსულს ჩაჰბარდა და ახალი გამოჩნდა. 18 ეს ყოველივე ღვთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მეშვეობით+ და მოგვანდო შერიგების მსახურება,+ 19 კერძოდ კი, ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით შეირიგა ქვეყნიერება,+ დანაშაული არ მოჰკითხა+ და შერიგების ცნობის გაცხადება ჩვენ მოგვანდო.+
20 ამიტომ ჩვენ ელჩები+ ვართ ქრისტეს ნაცვლად,+ თითქოს ღმერთი ჩვენი მეშვეობით გევედრებოდეთ. ჩვენ ქრისტეს ნაცვლად გეხვეწებით: „შეურიგდით ღმერთს!“ 21 ის, ვისთვისაც უცხო იყო ცოდვა,+ ღმერთმა ცოდვის შესაწირავად აქცია ჩვენი გულისთვის, რათა მართლებად მივეჩნიეთ მისი მეშვეობით.+