ესაია
რჩევისა და ძლევამოსილების სული,+
ცოდნისა და იეჰოვას შიშის სული.
3 სიამოვნებას მოჰგვრის მას იეჰოვას შიში.+
შესახედაობით არ გაასამართლებს,
არც მოსმენილით შეაგონებს.+
4 სამართლიანად გაასამართლებს საწყლებს
და სიმართლით შეაგონებს ხალხს დედამიწის თვინიერთა გულისთვის.
ხბო, ლომი და ნასუქი პირუტყვი ერთად იქნებიან*+
და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ.
7 ძროხა და დათვი ერთად მოძოვენ
და მათი ნაშიერები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან;
ლომიც კი ხარივით შეჭამს ჩალას.+
8 ძუძუთა ბავშვი კობრას ხვრელთან ითამაშებს,
ძუძუს მოწყვეტილი ბავშვი შხამიანი გველის სოროს დააფარებს ხელს.
და აღარაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე,+
რადგან დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება,
როგორც ზღვაა წყლით სავსე.+
10 იმ დღეს იესეს+ ფესვი ნიშნად იდგება ხალხებისთვის.+
ყველა ხალხი მას მიმართავს ხელმძღვანელობისთვის+
და დიდებული იქნება მისი მოსასვენებელი ადგილი.
11 იმ დღეს იეჰოვა მეორედ გაიწვდის ხელს, რათა შეკრიბოს თავისი ხალხიდან დარჩენილები ასურეთიდან,+ ეგვიპტიდან,+ ფათროსიდან,+ ქუშიდან,+ ელამიდან,+ შინარიდან*, ხამათიდან და ზღვის კუნძულებიდან.+ 12 ის ნიშანს აღუმართავს ერებს და შეკრებს გაფანტულ ისრაელებს,+ გაფანტულ იუდეველებსაც შეკრებს დედამიწის ოთხივე კიდიდან.+
ეფრემს აღარ შეშურდება იუდასი,
აღარც იუდა უმტრობს ეფრემს.+
14 დააცხრებიან ფილისტიმის ფერდობებს დასავლეთში;
ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთის ხალხს.
თავისი მწველი ამონასუნთქით დაჰკრავს მის შვიდ ნაკადს*
და ხალხს სანდლებით გაატარებს;