ესაია
45 აი, რას ეუბნება იეჰოვა კიროსს,+ თავის ცხებულს,
რომლის მარჯვენაც მიჭირავს,+
რომ დავუმორჩილო მას ერები,+
იარაღი ავყარო მეფეებს,
გავაღო მის წინაშე ორფრთიანი კარები,
რომ არ დაიხუროს კარიბჭეები:
დავლეწავ სპილენძის კარებს
და დავამტვრევ რკინის ურდულებს.+
3 მოგცემ სიბნელეში შენახულ საგანძურს
და დამალულ განძს,+
რათა იცოდე, რომ მე ვარ იეჰოვა,
ისრაელის ღმერთი, რომელიც სახელით გიხმობს!+
4 ჩემი მსახური იაკობისა და ჩემი რჩეული ისრაელის გამო
სახელით გიხმობ.
საპატიო სახელი გიწოდე, თუმცა არ მიცნობდი.
5 მე ვარ იეჰოვა და სხვა არავინ არის!
ჩემ გარდა არავინ არის ღმერთი!+
გაგაძლიერებ, თუმცა არ მიცნობდი,
6 რათა ხალხმა იცოდეს
მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე,
რომ არავინ არის ჩემ გარდა!+
მე ვარ იეჰოვა და სხვა არავინ არის!+
გაიხსნას დედამიწა და ინაყოფიეროს,
ერთდროულად აღმოცენდეს ხსნაც და სიმართლეც!+
მე, იეჰოვამ, შევქმენი ეს“.
9 ვაი მას, ვინც თავის შემქმნელს ეკამათება,
რადგან ის თიხის ჭურჭლის ნატეხივითაა
მიწაზე დაყრილ თიხის ჭურჭლის სხვა ნატეხებს შორის!
განა თიხა თავის შემქმნელს უნდა ეუბნებოდეს, რას აკეთებო?!+
განა შენი ნახელავი შენზე უნდა ამბობდეს, ხელები არა აქვსო*?!
10 ვაი მას, მამას რომ ეუბნება, ვისი მამა ხდებიო,
და ქალს რომ ეუბნება, ვის აჩენო.
11 აი, რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის წმინდა,+ მისი შემქმნელი:
„თქვენ მეკითხებით მომავალზე
და მიბრძანებთ, როგორ მოვექცე ჩემს ძეებსა+ და ჩემს ნახელავს?!
12 მე შევქმენი დედამიწა+ და ადამიანი, მისი მკვიდრი.+
ის ააშენებს ჩემს ქალაქს+
და საფასურისა და ქრთამის გარეშე+ გაათავისუფლებს ჩემს გადასახლებულებს“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
14 აი, რას ამბობს იეჰოვა:
სებელებიც, ტანმაღალი ხალხი, შენთან მოვლენ და შენი საკუთრება გახდებიან.
ისინი შენ უკან ივლიან ბორკილდადებულნი.
მოვლენ და შენ წინაშე დაემხობიან.+
კრძალვით გეტყვიან: ნამდვილად შენთან არის ღმერთი+
და არ არის სხვა, არ არსებობსო სხვა ღმერთი!“
17 ისრაელს კი იხსნის იეჰოვა, მარადიულად დახსნილი იქნება ის.+
მარადიულად არ შერცხვებით და არ დამცირდებით.+
18 აი, რას ამბობს იეჰოვა,
ცის შემოქმედი,+ ჭეშმარიტი ღმერთი,
დედამიწის შემქმნელი და შემოქმედი, მისი მტკიცედ დამფუძნებელი,+
რომელსაც ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია ის, დასასახლებლად შექმნა:+
«მე ვარ იეჰოვა და სხვა არავინ არის!
19 არ მილაპარაკია დაფარულ ადგილას,+ წყვდიადის მიწაზე;
არ მითქვამს იაკობის შთამომავლისთვის,
ტყუილუბრალოდ მეძებდით-მეთქი.
მე ვარ იეჰოვა, ვინც ყოველთვის იმას აცხადებს, რაც სწორი და მართალია.+
20 შეგროვდით და მოდით!
ერთად მოდით, ერებისგან გადარჩენილნო!+
არაფერი გაეგებათ მათ, ვინც გამოთლილ კერპებს დაატარებენ
და ლოცვით მიმართავენ ღმერთს, რომელსაც შველა არ ძალუძს.+
21 გამოაცხადეთ და წარმოადგინეთ თქვენი საქმე!
ერთად ითათბირეთ!
ვინ გვიწინასწარმეტყველა ეს დიდი ხნის წინათ?
ვინ გამოაცხადა ძველი დროიდან?
განა მე არა, იეჰოვამ?!
ჩემ გარდა არ არის ღმერთი;
ჩემ გარდა არ არსებობს+ მართალი ღმერთი და მხსნელი!+
22 დამიბრუნდით და გადარჩით+ ყველანი დედამიწის კიდით კიდემდე,
რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინ არის!+
ყოველი მუხლი ჩემ წინაშე მოიდრიკება
და ყოველი ენა ერთგულებას შემომფიცებს,+
24 იტყვიან: „ნამდვილად მართალი და ძლიერი ღმერთია იეჰოვა.
ყველა, ვინც მას ურისხდება, შერცხვენილი მივა მის წინაშე.