მარკოზის სახარება
6 იქიდან იესო მშობლიურ მხარეში ჩავიდა;+ მოწაფეებიც თან ახლდნენ. 2 შაბათ დღეს მან სწავლება დაიწყო სინაგოგაში. მრავალი, ვინც მას მოუსმინა, განცვიფრებული ამბობდა: „საიდან იცის ამდენი რამე?+ საიდან აქვს ამხელა სიბრძნე და როგორ ახდენს ასეთ სასწაულებს?+ 3 ეს ხომ დურგალია,+ მარიამის ვაჟი,+ იაკობის,+ იოსების, იუდასა და სიმონის+ ძმა?! მისი დებიც ხომ ჩვენ გვერდით ცხოვრობენ?!“ ისინი მის გამო ბრკოლდებოდნენ. 4 იესომ უთხრა მათ: „წინასწარმეტყველს, მშობლიური მხარის, ნათესავებისა და ოჯახის გარდა, ყველგან პატივს სცემენ“.+ 5 ამიტომ აღარ მოუხდენია იქ სასწაულები, მხოლოდ რამდენიმე ავადმყოფს დაადო ხელი და განკურნა. 6 აოცებდა მათი ურწმუნოება. დადიოდა ახლომახლო სოფლებში და ასწავლიდა.+
7 მოუხმო თორმეტივე მოციქულს, რომ ორ-ორად გაეგზავნა,+ და მისცა უწმინდური სულების განდევნის ძალაუფლება.+ 8 მითითებებიც მისცა, რომ ხელჯოხის გარდა თან არაფერი წაეღოთ: არც პური, არც საგზლის აბგა და არც ფული სარტყლით*;+ 9 უთხრა, რომ სანდლები ჩაეცვათ და გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ წაეღოთ. 10 შემდეგ მათ უთხრა: „რომელ სახლშიც მიგიღებენ, იქაურობის დატოვებამდე იქ დარჩით.+ 11 სადაც არ მიგიღებენ ან არ მოგისმენენ, იმ ადგილის დატოვებისას ფეხებიდან მტვერი დაიბერტყეთ*“.+ 12 წავიდნენ ისინი და ხალხს უქადაგებდნენ, რომ მოენანიებინათ;+ 13 დემონებს დევნიდნენ,+ ავადმყოფებს ზეთს სცხებდნენ და კურნავდნენ.
14 იესოს ამბავმა მეფე ჰეროდეს* ყურამდეც მიაღწია, რადგან ყველგან მის შესახებ ლაპარაკობდნენ. ხალხი ამბობდა, იოანე ნათლისმცემელი მკვდრეთით აღმდგარა და სასწაულებს ახდენსო.+ 15 ზოგი ამბობდა, ელიააო, ზოგიც — ისეთივე წინასწარმეტყველია, ძველად რომ იყვნენო.+ 16 ეს რომ ჰეროდემ გაიგო, თქვა, იოანე, მე რომ თავი მოვკვეთე, მკვდრეთით აღმდგარაო. 17 მანამდე ჰეროდემ თვითონ გაგზავნა კაცები, შეაპყრობინა იოანე, შეაბორკვინა და საპყრობილეში ჩააგდებინა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, რომელიც თავად ჰყავდა ცოლად.+ 18 იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს, ძმის ცოლთან ცხოვრების უფლება არა გაქვსო,+ 19 ჰეროდია კი ბრაზობდა იოანეზე და მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო, 20 რადგან ეშინოდა ჰეროდეს იოანესი, იცოდა, რომ მართალი და წმინდა კაცი+ იყო იგი და მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. მასთან ყოველი საუბრისას საგონებელში ვარდებოდა და აღარ იცოდა, რა ექნა, მაგრამ მაინც სიამოვნებით უსმენდა.
21 დადგა ჰეროდიასთვის ხელსაყრელი დრო. ჰეროდემ თავის დაბადების დღეზე+ ვახშამი გაუმართა დიდებულებს, ათასისთავებსა და წარჩინებულ გალილეელებს.+ 22 შემოვიდა ჰეროდიას ქალიშვილი, იცეკვა და ასიამოვნა ჰეროდესა და მის სტუმრებს. მეფემ უთხრა მას: „რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ!“ 23 დაუფიცა კიდეც: „ჩემი სამეფოს ნახევარიც რომ მთხოვო, მოგცემ!“ 24 გავიდა იგი და დედამისს ჰკითხა: „რა ვთხოვო?“ მან მიუგო: „იოანე ნათლისმცემლის თავი“. 25 მყისვე შებრუნდა მეფესთან და უთხრა: „ახლავე ლანგრით მომიტანონ იოანე ნათლისმცემლის თავი!“+ 26 მეფე დიდად დამწუხრდა, მაგრამ უარი ვეღარ უთხრა, რადგან სტუმრების თვალწინ დადებული ფიცის გატეხვისა მოერიდა. 27 მაშინვე გაგზავნა მეფემ თავისი მცველი და უბრძანა, იოანეს თავი მოეტანა. ისიც წავიდა, მოჰკვეთა მას საპყრობილეში თავი 28 და ჰეროდიას ქალიშვილს ლანგრით მიუტანა, ქალიშვილმა კი — დედამისს. 29 ეს რომ იოანეს მოწაფეებმა გაიგეს, მივიდნენ და მისი ცხედარი სამარხში გადაასვენეს.
30 შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და ყველაფერი აცნობეს, რაც გააკეთეს და რაც ხალხს ასწავლეს.+ 31 მან უთხრა მათ: „მოდი სადმე წავიდეთ და ცოტა დავისვენოთ“;+ მათთან ბევრი ხალხი მიდიოდა და საჭმელადაც კი ვეღარ იცლიდნენ. 32 წავიდნენ ნავით უკაცრიელ ადგილას, ხალხს რომ გარიდებოდნენ.+ 33 დაინახა ხალხმა, რომ მიდიოდნენ, ბევრმაც შეიტყო ეს, გაიქცნენ თავ-თავიანთი ქალაქებიდან და მათზე ადრე მივიდნენ იმ ადგილას. 34 ნავიდან გადმოსვლისას იესომ უამრავი ხალხი რომ დაინახა, გული დაეწვა მათ გამო,+ რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ,+ და ბევრ რამეს ასწავლიდა მათ.+
35 საღამო ხანს მასთან მოწაფეები მივიდნენ და უთხრეს: „ეს ადგილი უკაცრიელია, თანაც უკვე გვიანია.+ 36 გაუშვი ეს ხალხი ახლომახლო დაბებსა და სოფლებში საჭმლის საყიდლად“.+ 37 იესომ მიუგო: „თქვენ მიეცით საჭმელი!“ მათ ჰკითხეს: „რა ვქნათ, წავიდეთ და ვიყიდოთ 200 დინარის პური, რომ დავაპუროთ ეს ხალხი?“+ 38 მან ჰკითხა მათ: „რამდენი პური გაქვთ? აბა ნახეთ!“ როცა გაიგეს, რამდენიც ჰქონდათ, უთხრეს: „ხუთი პური და ორიც თევზი“.+ 39 მერე ბრძანა, ბალახზე ჯგუფებად დამსხდარიყვნენ.+ 40 ისინიც 100-კაციან და 50-კაციან ჯგუფებად დასხდნენ. 41 შემდეგ აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ცას ახედა და ილოცა*,+ მერე პურები დატეხა და მოწაფეებს მისცა, რომ ხალხისთვის ჩამოერიგებინათ. ორი თევზიც ყველას გაუნაწილა. 42 ყველა კარგად დანაყრდა. 43 თუ თევზს არ ჩავთვლით, მორჩენილი ნატეხებით 12 კალათი გაავსეს.+ 44 პური 5 000-მა კაცმა ჭამა.
45 მაშინ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ნავში ჩამსხდარიყვნენ და მეორე ნაპირზე გადასულიყვნენ ბეთსაიდის მხარეს, თვითონ კი ხალხი გაუშვა.+ 46 გამოემშვიდობა მათ და მთაზე ავიდა, რომ ელოცა.+ 47 უკვე ბნელოდა. ნავი შუა ზღვაში იყო, თვითონ კი მარტო იყო ნაპირზე.+ 48 ღამის მეოთხე გუშაგობისას*, როცა დაინახა, რომ პირქარის გამო ცურვა უჭირდათ, ზღვაზე სვლით მათკენ გაემართა; ისე ჩანდა, რომ მათთვის გვერდი უნდა აევლო. 49 ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, იფიქრეს, მოჩვენებააო, და აყვირდნენ. 50 ყველამ დაინახა იგი და შეშფოთდა. იესო მაშინვე გამოელაპარაკა მათ: „ნუ გეშინიათ, მე ვარ, გამაგრდით!“+ 51 მივიდა, ნავში ჩაჯდა და ქარიც ჩადგა. ამან ისინი ძალიან გააოცა, 52 რადგან იესოს მიერ ხალხის სასწაულებრივად დაპურებამაც ვერაფერი ასწავლა მათ, დახშული ჰქონდათ გული.
53 ზღვა რომ გადაცურეს და გენესარეთში ჩავიდნენ, ღუზა ჩაუშვეს.+ 54 როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, ხალხმა იცნო ის 55 და მაშინვე შეატყობინა ეს მთელ იმ მხარეს; ავადმყოფები საკაცეებით მიჰყავდათ იქ, სადაც იესო ეგულებოდათ. 56 რომელ სოფელში, ქალაქსა თუ დაბაშიც არ უნდა შესულიყო, ყველგან ავადმყოფები მიჰყავდათ მასთან და მოედნებზე ათავსებდნენ. ისინი ეხვეწებოდნენ, მხოლოდ მოსასხამის ფოჩზე შეგეხებითო.+ ვინც კი შეეხო, ყველა გამოჯანმრთელდა.