იოანეს გამოცხადება
16 გავიგონე ტაძრიდან+ გამომავალი ძლიერი ხმა, რომელმაც შვიდ ანგელოზს უთხრა: „წადით და ღვთის რისხვის შვიდი თასი დედამიწას გადააღვარეთ!“+
2 წავიდა პირველი ანგელოზი და თავისი თასი დედამიწას გადააღვარა.+ ადამიანებს, რომლებსაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ+ და რომლებიც მის ქანდაკებას სცემდნენ თაყვანს,+ საშინელი, მომაკვდინებელი წყლულები+ გაუჩნდათ.
3 მეორემ თავისი თასი ზღვას გადააღვარა.+ ზღვა მკვდრის სისხლივით+ გახდა და დაიხოცა ყოველი სულდგმული — ყოველივე, რაც ზღვაშია.+
4 მესამემ თავისი თასი მდინარეებსა და წყაროებს+ გადააღვარა და ისინი სისხლად იქცნენ.+ 5 გავიგონე, წყლების ანგელოზი რომ ამბობდა: „მართალი და ერთგული+ ხარ შენ, ვინც ხარ და იყავი,+ რადგან ასეთი განაჩენი გამოუტანე მათ,+ 6 ვინც დაღვარა წმინდათა და წინასწარმეტყველთა+ სისხლი; შენ მიეცი მათ სისხლი სასმელად,+ რადგან დაიმსახურეს ეს“.+ 7 გავიგონე, სამსხვერპლო რომ ამბობდა: „იეჰოვა* ღმერთო, ყოვლისშემძლევ,+ ჭეშმარიტი და სამართლიანია შენი განაჩენი“.+
8 მეოთხემ თავისი თასი მზეს გადააღვარა.+ მზეს ნება მიეცა, ცეცხლით დაეწვა ადამიანები. 9 იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხისგან, მაგრამ გმობდნენ ღვთის სახელს; არ ინანიებდნენ და ხოტბას არ ასხამდნენ მას, ვისაც ამ სასჯელების დატეხვის უფლებამოსილება აქვს.
10 მეხუთემ თავისი თასი მხეცის ტახტს გადააღვარა. დაბნელდა+ მისი სამეფო და ადამიანები ტკივილისგან ენებს იკვნეტდნენ, 11 მაგრამ ტკივილებისა და წყლულების გამო გმობდნენ ზეციერ ღმერთს და არ ინანიებდნენ თავიანთ საქმეებს.
12 მეექვსემ თავისი თასი დიდ მდინარეს, ევფრატს,+ გადააღვარა და დაშრა+ მისი წყალი, რათა გამზადებულიყო გზა+ მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეებისთვის.
13 დავინახე, რომ დრაკონის პირიდან, მხეცის პირიდან+ და ცრუწინასწარმეტყველის პირიდან ბაყაყების მსგავსი სამი უწმინდური შთაგონებული სიტყვა გამოვიდა. 14 ეს სიტყვები, რომლებიც დემონების მიერაა შთაგონებული, სასწაულებს ახდენენ,+ მიდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა საომრად შეკრიბონ+ ისინი ყოვლისშემძლე ღვთის+ დიდ დღეს.
15 ამის შემდეგ გავიგონე ხმა: „ქურდივით მოვდივარ.+ ბედნიერია, ვინც ფხიზლობს+ და დარაჯობს თავის სამოსს, შიშველმა რომ არ იაროს და მისი სასირცხო ადგილები არავინ დაინახოს“.+
16 შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად „არმაგედონი“*+ ჰქვია.
17 მეშვიდემ თავისი თასი ჰაერს გადააღვარა და გაისმა ძლიერი ხმა+ ტაძრიდან, ტახტიდან: „აღსრულდა!“ 18 დაიწყო ელვა და ქუხილი, გაისმა ხმები და მოხდა დიდი, ძლიერი მიწისძვრა, რომლის მსგავსიც არ მომხდარა დედამიწაზე+ ადამიანის გაჩენის დღიდან. 19 დიდი ქალაქი+ სამად გაიყო და ერთა ქალაქები დაეცა. გაიხსენა ღმერთმა დიდი ბაბილონი,+ რათა თავისი მძვინვარების ღვინის სასმისი მიეცა მისთვის.+ 20 ყველა კუნძული გაუჩინარდა და მთებიც სადღაც გაქრა.+ 21 წამოვიდა ციდან სეტყვა, რომლის თითოეული მარცვალი ერთ ტალანტს* იწონიდა, და ძლიერ დაისეტყვა ხალხი.+ გმობდნენ ადამიანები ღმერთს იმის გამო, რომ სეტყვამ მათ დიდი უბედურება დაატეხა.+