მათე
27 როგორც კი გათენდა, უფროსმა მღვდლებმა და ხალხის უხუცესებმა თათბირი გამართეს იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი.+ 2 შებოჭეს, წაიყვანეს და გამგებელ პილატეს გადასცეს.+
3 როცა მისმა გამცემმა იუდამ დაინახა, რომ მას მსჯავრი დასდეს, სინდისმა შეაწუხა, ოცდაათი+ ვერცხლის მონეტა უფროს მღვდლებსა და უხუცესებს დაუბრუნა 4 და უთხრა: „შევცოდე, უდანაშაულო სისხლი გავეცი“.+ მათ მიუგეს: „მერე ჩვენ რა? რაც გინდა, ის გიქნია!“+ 5 მან ვერცხლის მონეტები ტაძარში დაყარა, გამოვიდა იქიდან, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.+ 6 უფროსმა მღვდლებმა აკრიფეს ვერცხლის მონეტები და თქვეს: „დაუშვებელია ამის წმინდა საგანძურში ჩაყრა, რადგან სისხლის საფასურია“. 7 მოითათბირეს და იყიდეს მეთუნის მინდორი უცხოთა დასამარხად. 8 ამიტომ ის მინდორი დღემდე სისხლის მინდვრად+ იწოდება. 9 მაშინ შესრულდა წინასწარმეტყველ იერემიას* ნათქვამი: „და აიღეს ოცდაათი ვერცხლის მონეტა+ — საფასური, რომლითაც ისრაელის ძეებმა შეაფასეს კაცი — 10 და გადაიხადეს მეთუნის+ მინდორში, როგორც იეჰოვამ მიბრძანა“.
11 იესო გამგებლის წინაშე იდგა და ჰკითხა მას გამგებელმა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“+ „შენ თვითონ ამბობ“,+ — მიუგო იესომ, 12 მაგრამ როცა უფროსი მღვდლები და უხუცესები სდებდნენ ბრალს,+ არაფერს პასუხობდა.+ 13 მაშინ პილატემ უთხრა: „არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენ წინააღმდეგ?“+ 14 მას პასუხი არ გაუცია, სიტყვაც კი არ დაუძრავს. გამგებელს ეს ძალიან უკვირდა.+
15 გამგებელს ჩვეულებად ჰქონდა, ყოველ დღესასწაულზე ხალხისთვის ის პატიმარი გაეთავისუფლებინა, რომელსაც მოისურვებდნენ.+ 16 იმ დროს დაჭერილი ჰყავდათ ბარაბა,+ ცნობილი პატიმარი. 17 ამიტომ, როცა ხალხი შეიკრიბა, პილატემ ჰკითხა: „ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ეგრეთ წოდებული ქრისტე?“+ 18 მან იცოდა, რომ ის შურის+ გამო გადასცეს.+ 19 თანაც, როცა ის სასამართლო ტახტზე იჯდა, ცოლმა შეუთვალა: „ნურაფერს უზამ მაგ უდანაშაულო+ კაცს, რადგან დღეს სიზმარში+ ბევრი ვიტანჯე მის გამო“. 20 უფროსმა მღვდლებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა+ ეთხოვათ, იესო კი მოეკვლევინებინათ. 21 გამგებელმა კვლავ ჰკითხა: „ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?“ „ბარაბა“,+ — უპასუხეს მათ. 22 პილატემ უთხრა: „იესოს რაღა ვუყო, ეგრეთ წოდებულ ქრისტეს?“ ყველამ თქვა: „ბოძზე გააკარი!“+ 23 მან ჰკითხა: „რატომ, ცუდი რა ჩაიდინა?“ ისინი კი უფრო აყვირდნენ: „ბოძზე გააკარი!“+
24 დაინახა პილატემ, რომ ვერაფერს შველოდა და მღელვარება უფრო იზრდებოდა, აიღო წყალი,+ ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: „მე უდანაშაულო ვარ ამ კაცის სისხლში. რაც გინდათ, ის გიქნიათ“. 25 ამაზე მთელმა ხალხმა უპასუხა: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი“.+ 26 მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა+ და ბოძზე გასაკვრელად გადასცა.+
27 მაშინ გამგებლის ჯარისკაცებმა იესო გამგებლის სასახლეში შეიყვანეს და მთელი რაზმი შეკრიბეს მასთან.+ 28 ტანსაცმელი გახადეს და ალისფერი მოსასხამი მოასხეს,+ 29 ეკლებისგან გვირგვინი დაწნეს, თავზე დაადგეს და მარჯვენა ხელში ლერწამი დააჭერინეს. მუხლს იყრიდნენ მის წინაშე და დაცინვით+ ეუბნებოდნენ: „მოგესალმებით, იუდეველთა მეფეო!“+ 30 აფურთხებდნენ+ მას და იმ ლერწამს თავში ურტყამდნენ. 31 ბოლოს, მასხრად რომ აიგდეს,+ მოსასხამი მოხსნეს, თავისივე ტანსაცმელი ჩააცვეს და ბოძზე გასაკვრელად წაიყვანეს.+
32 როცა გამოდიოდნენ, მათ კირენელი სიმონი შეხვდათ+ და აიძულეს, რომ მისი წამების ბოძი* ეტარებინა. 33 გოლგოთად+ წოდებულ ადგილას რომ მივიდნენ, რაც თხემს ნიშნავს, 34 მას ნაღველნარევი ღვინო მისცეს+ დასალევად, მაგრამ როგორც კი გემო გაუსინჯა, უარი თქვა დალევაზე.+ 35 როცა ის ბოძზე გააკრეს,+ მისი ტანსაცმელი+ წილისყრით გაინაწილეს,+ 36 ისხდნენ იქ და დარაჯობდნენ მას. 37 მის თავს ზემოთ გააკრეს ასეთი საბრალდებო წარწერა: „ეს არის იესო — იუდეველთა მეფე“.+
38 მაშინ მასთან ერთად ორი ყაჩაღი გააკრეს ბოძებზე: ერთი მის მარჯვნივ, მეორე მარცხნივ.+ 39 გამვლელები გმობდნენ+ მას, თავს აქნევდნენ+ 40 და ამბობდნენ: „ეი, ტაძრის+ დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი თავი! თუ ღვთის ძე ხარ, ჩამოდი წამების ბოძიდან!“+ 41 უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და უხუცესებიც მასხრად იგდებდნენ მას:+ 42 „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია! ეს ისრაელის მეფეა.+ მაშ, ჩამოვიდეს წამების ბოძიდან და ვირწმუნებთ მას.+ 43 ღმერთზე იყო მინდობილი. მაშ, იხსნას,+ თუ იწონებს მას, რადგან ამბობდა: ღვთის ძე ვარო“.+ 44 ასევე შეურაცხყოფდნენ მასთან ერთად ბოძებზე გაკრული ყაჩაღებიც.+
45 მეექვსე საათიდან მთელ იმ მიწაზე სიბნელე ჩამოწვა+ და მეცხრე საათამდე+ გაგრძელდა. 46 მეცხრე საათისთვის იესომ ხმამაღლა დაიძახა: „ელი, ელი, ლამა საბაქთანი?“ ანუ: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“+ 47 ამის გაგონებაზე ზოგიერთმა იქ მდგომმა თქვა: „ელიას ეძახის“.+ 48 უცბად ერთი მათგანი გაიქცა, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა,+ ლერწამზე წამოაგო და დასალევად მიაწოდა.+ 49 დანარჩენები კი ამბობდნენ: „იყოს და ვნახოთ, თუ მოვა ელია მის სახსნელად“.+ [მეორემ შუბი აიღო, ფერდში გაუყარა და სისხლი და წყალი წამოუვიდა].+ 50 იესომ კვლავ ხმამაღლა დაიძახა და სული* განუტევა.+
51 ამ დროს საწმინდრის ფარდა+ ორად გაიხა, ზემოდან ძირამდე,+ მიწა იძრა და კლდეები დასკდა.+ 52 გაიხსნა სამარხები და ბევრი მიცვალებული წმინდის გვამი გადმოიყარა 53 (მისი აღდგომის შემდეგ სამარხებთან მყოფნი გამოვიდნენ და წმინდა ქალაქში შევიდნენ)+ და ისინი ბევრმა დაინახა, 54 ხოლო ასისთავი და ისინი, ვინც მასთან ერთად დარაჯობდნენ იესოს, მიწისძვრამ და ყოველივე მომხდარმა ძალიან შეაშინა, და თქვეს: „ეს ნამდვილად ღვთის ძე იყო“.+
55 ამ ყველაფერს შორიდან უყურებდა ბევრი ქალი,+ რომლებიც გალილეიდან მოყოლებული თან ახლდნენ იესოს და ემსახურებოდნენ.+ 56 მათ შორის იყვნენ: მაგდალელი მარიამი, იაკობისა და იოსეს დედა მარიამი და ზებედეს ვაჟების დედა.+
57 როცა მოსაღამოვდა, მოვიდა ერთი არიმათეელი მდიდარი კაცი, სახელად იოსები, რომელიც თვითონაც იესოს მოწაფე იყო.+ 58 ის პილატესთან მივიდა და გამოითხოვა იესოს ცხედარი.+ პილატემ ბრძანა, მიეცათ.+ 59 იოსებმა წაიღო ცხედარი, საუკეთესო სელის სუფთა ტილოში შეახვია+ 60 და ახალ სამარხში+ დაასვენა, რომელიც კლდეში ჰქონდა გამოკვეთილი. სამარხის შესასვლელს ლოდი მიაგორა და წავიდა.+ 61 მაგდალელი მარიამი და მეორე მარიამი კი იქ დარჩნენ და სამარხის წინ ისხდნენ.+
62 მეორე დღეს, სამზადისის დღის* შემდეგ,+ უფროსი მღვდლები და ფარისევლები პილატესთან შეიკრიბნენ 63 და უთხრეს: „ბატონო, გაგვახსენდა, იმ თვითმარქვიამ, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თქვა, სამი დღის შემდეგ+ აღვდგებიო. 64 ამიტომ ბრძანე, სამარხი მესამე დღემდე დაიცვან, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ, არ მოიპარონ+ იგი და ხალხს არ უთხრან, მკვდრეთით აღდგაო, თორემ ეს უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება“. 65 პილატემ მიუგო: „თქვენ გყავთ მცველები.+ წადით და როგორც იცით, ისე დაიცავით“. 66 ისინიც წავიდნენ და იზრუნეს სამარხის დაცვაზე, ლოდი დაბეჭდეს+ და დაცვა დააყენეს.