იობი
4 განა უწმინდური წმინდას გააჩენს?!+
ვერ გააჩენს!
5 მისი დღეები დადგენილია
და მისი თვეების რიცხვი შენს ხელთაა.
ზღვარი დაგიწესებია, რომ არ გადავიდეს.+
7 ხესაც კი აქვს იმედი;
თუ მოჭრიან, ისევ ამოიყრის
და ტოტები გაეზრდება.
8 თუ მიწაში ფესვი დაუბერდება
და ნიადაგში ძირკვი ჩაუკვდება,
9 წყლის წვეთიც რომ მოხვდეს, კვლავ ამოიყრის
და ტოტები ახალი ნერგივით გაეზრდება.
11 ზღვიდან წყალი უჩინარდება,
მდინარე იწრიტება და შრება.
12 კაციც წვება და აღარ დგება.+
ვიდრე ცა არსებობს, არ გაიღვიძებს,
არ გამოფხიზლდება.+
13 ნეტავ დამმალავდე სამარეში*,+
გადამმალავდე შენი რისხვის დაცხრომამდე,
დამიდგენდე დროს და გამიხსენებდე!+
14 თუ მოკვდა კაცი, განა გაცოცხლდება?!+
15 დამიძახებ და მეც გიპასუხებ;+
მოგენატრება შენი ხელთა ქმნილება.
16 მაგრამ ახლა თითოეულ ნაბიჯს მითვლი,
ჩასაფრებული ხარ, რომ ცოდვაში გამომიჭირო.
17 ჩემი ცოდვა ჩანთაში გაქვს დალუქული,
წებოთი გაქვს დალუქული ჩემი დანაშაული.
18 მთა ემხობა და ქუცმაცდება,
კლდე ადგილიდან იძვრის.
19 წყალი ქვებს ცვეთს
და ნიაღვარი მიწას რეცხავს,
შენ კი მოკვდავ კაცს იმედებს უმსხვრევ.
21 თუ მისი ვაჟები პატივდებულნი გახდებიან, ის ამას ვერ შეიტყობს;
ვერც იმას შეიტყობს, თუ ისინი დამცირდებიან.+
22 სანამ ცოცხალია, ტკივილს გრძნობს,
და სანამ სული უდგას, გლოვობს“.