35 გაიხარებს უდაბნო და ხრიოკი მიწა,+
გამხიარულდება უკაცრიელი ველი და ზაფრანასავით გაიფურჩქნება.+
2 გაიფურჩქნება ის,+
გაიხარებს და იყიჟინებს.
ლიბანივით განდიდდება,+
ქარმელივით+ და შარონივით დამშვენდება.+
იხილავს ხალხი იეჰოვას დიდებას, ჩვენი ღვთის დიდებულებას.
3 გააძლიერეთ, ვისაც მკლავში ძალა აქვს გამოცლილი,
გაამაგრეთ, ვისაც მუხლები უკანკალებს!+
4 უთხარით გულდადარდიანებულთ:
„გამაგრდით, ნუ გეშინიათ!
აი, თქვენი ღმერთი შურს იძიებს,
საზღაურს მიაგებს ღმერთი.+
მოვა და გიხსნით“.+
5 მაშინ უსინათლოებს თვალები აეხილებათ+
და ყრუები გაიგონებენ;+
6 მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს+
და მუნჯი სიხარულით შესძახებს;+
წყალი ამოხეთქავს უდაბნოში
და მდინარეები — ხრიოკზე.
7 მზისგან გადამწვარი ხრიოკები ლერწმიან ტბორად იქცევა,
გადამხმარი მიწა კი — წყაროებად.+
ტურების ბუნაგებში, მათ მოსასვენებელ ადგილას,+
მწვანე ბალახი ამოვა ლერწამსა და პაპირუსთან ერთად.
8 გაიკვალება იქ გზა+
და მას „სიწმინდის გზა“ დაერქმევა;
ვერ გაივლის მასზე უწმინდური.+
ის მათთვის იქნება, ვინც ამ გზას მიუყვება;
ვერცერთი უგუნური ვერ იხეტიალებს მასზე.
9 ვერ გაივლის იქ ლომი
და ვერც მძვინვარე მხეცი.
ვერცერთი ვერ გაიჭაჭანებს,+
მხოლოდ გამოსყიდულნი ივლიან იქ.+
10 იეჰოვას მიერ გამოსყიდულნი დაბრუნდებიან+ და მხიარული ყიჟინით მოვლენ სიონში.+
გვირგვინივით შეამკობს მათ სამარადისო სიხარული.+
სიხარულსა და მხიარულებას ეწევიან,
მწუხარება და ოხვრა კი გაქრება.+