მალაქია
3 «აი, ვგზავნი ჩემს მაცნეს და ის გამიმზადებს გზას.+ უეცრად მოვა თავის ტაძარში+ უფალი, რომელსაც ეძებთ, და შეთანხმების მაცნე, რომლის მოსვლაც გწადიათ. უსათუოდ მოვა ის, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
2 ვინ გადაიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოჩენას? ის გამომდნობლის ცეცხლივით და მრეცხავთა ნაცარტუტასავით+ იქნება. 3 დაჯდება ვერცხლის+ გამომდნობელივითა და გამწმენდელივით და განწმენდს ლევის შთამომავლებს; ოქრო-ვერცხლივით გაწმენდს მათ. ისინი მართალ ხალხად იქცევიან და შესაწირავს იეჰოვას მიუტანენ. 4 იეჰოვასთვის სასიამოვნო იქნება იუდასა და იერუსალიმის შესაწირავი, როგორც ძველად, როგორც უხსოვარ დროში.+
5 მოვალ თქვენთან, რომ გაგასამართლოთ, და ვიჩქარებ, რომ მოწმედ გამოვიდე გრძნეულთა,+ მრუშთა, ცრუდ მოფიცართა+ და მათ წინააღმდეგ, ვინც თაღლითობს მოჯამაგირეებთან,+ ქვრივ-ობლებთან,+ ვინც ხელს ჰკრავს ხიზანს+ და ჩემი არ ეშინია, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
6 მე ვარ იეჰოვა, მე არ ვიცვლები.+ ამიტომ თქვენ, იაკობის შთამომავლები, ჯერ არ დაღუპულხართ. 7 თქვენი მამა-პაპის დროიდან მოყოლებული არღვევდით ჩემს წესებს, არ იცავდით.+ დამიბრუნდით და მეც დაგიბრუნდებით,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
თქვენ ამბობთ, რატომ გვეუბნები, დამიბრუნდითო.
8 განა მოჰპარავს ადამიანი ღმერთს რაიმეს?! მაგრამ თქვენ მპარავთ.
ამბობთ, რას გპარავთო.
მეათედებსა და შესაწირავებს. 9 დაწყევლილნი ხართ*; მძარცვავთ, მთელი ერი მძარცვავთ. 10 მოიტანეთ მთელი მეათედი საცავში,+ რომ იყოს საკვები ჩემს ტაძარში.+ აბა გამომცადეთ, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — თუ არ გაგიხსნათ ცათა კარიბჭენი+ და უხვად არ გადმოვცალო თქვენზე კურთხევები.+
11 თქვენ გამო შევრისხავ შთამნთქმელს* და აღარ გაგიჩანაგებთ მიწის ნაყოფს, ვაზიც მოგცემთ ნაყოფს,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
12 ყველა ერი ბედნიერს გიწოდებთ,+ რადგან თქვენი ქვეყანა ნეტარების ქვეყნად იქცევა, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
13 თქვენი სიტყვებით შეურაცხმყოფთ, — ამბობს იეჰოვა. —
კითხულობთ, განა ისეთს, რას ვამბობთო.+
14 თქვენ ამბობთ: „რა აზრი აქვს ღვთის მსახურებას?!+ რა მივიღეთ იმის სანაცვლოდ, რომ ვასრულებდით ჩვენს ვალდებულებას და დამწუხრებულები დავდიოდით ლაშქართა ღვთის, იეჰოვას წინაშე?! 15 აი, რა ბედნიერები არიან კადნიერები. აშენდნენ ბოროტმოქმედნი,+ ღმერთს სცდიან, მაგრამ უვნებელნი რჩებიან“».
16 იმ დროს ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ იეჰოვას მოშიშნი, თითოეული თავის მოძმეს, იეჰოვა კი გულისყურით უსმენდა. სამახსოვრო წიგნი იწერებოდა მის წინაშე+ იეჰოვას მოშიშთათვის და მათთვის, ვინც მის სახელზე ფიქრობს*.+
17 „ჩემები იქნებიან ისინი,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — იმ დღეს გამოვარჩევ მათ და ჩემს საკუთრებად ვაქცევ.+ შევიბრალებ მათ, როგორც კაცი იბრალებს დამჯერ ვაჟს.+ 18 მაშინ კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და ბოროტს შორის,+ ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“.