ესაია
დაბადებამდე მომიხმო იეჰოვამ+
და ჯერ კიდევ ჩემი მუცლად ყოფნისას ახსენა ჩემი სახელი.
წამახულ ისრად მაქცია
და თავის კაპარჭში შემინახა.
4 მე კი ვთქვი: „ტყუილუბრალოდ გავისარჯე,
არარაობასა და ამაოებას შევალიე ძალ-ღონე.
მაგრამ იეჰოვა გამიჩენს სამართალს
და ჩემი ღმერთი დამაჯილდოებს“.+
5 ახლა კი იეჰოვამ, რომელმაც მუცელშივე თავის მსახურად გამომსახა,
მიბრძანა, მასთან დამებრუნებინა იაკობი,
რათა კვლავ მასთან შეგროვებულიყო ისრაელი.+
განვდიდდები იეჰოვას თვალში
და ჩემი ღმერთი იქნება ჩემი ძალა.
6 შემდეგ მითხრა: „მხოლოდ ჩემი მსახური კი არ ხარ,
რომელიც იაკობის ტომებს აღადგენს
და დარჩენილ ისრაელებს დააბრუნებს,
7 აი, რას ეუბნება იეჰოვა, ისრაელის გამომსყიდველი, მისი წმინდა,+ მოძულებულს, ერის მიერ შეძულებულს,+ მმართველთა მსახურს:
„დაინახავენ მეფეები და წამოიმართებიან,
მთავრები კი პირქვე დაემხობიან
იეჰოვას გამო, რომელიც ერთგულია,+
ისრაელის წმინდის გამო, რომელმაც აგირჩია“.+
8 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„წყალობის ჟამს გიპასუხე,+
ხსნის დღეს დაგეხმარე.+
გიცავდი, რომ ხალხისთვის შეთანხმებად მექციე,+
ქვეყანა აღმედგინა,
კვლავ დაესაკუთრებინათ გაპარტახებული სამკვიდრო+
9 და მეთქვა პატიმართათვის, გამოდით-მეთქი,+
სიბნელეში მყოფთათვის+ — გამოჩნდით-მეთქი.
გზის პირას მოძოვენ
და გატკეპნილ ბილიკებთან* ექნებათ საძოვრები.
13 სიხარულით შესძახე, ცაო, და იხარე, დედამიწავ!+
იმხიარულონ და სიხარულით შესძახონ მთებმა,+
14 სიონი კი ამბობდა:
მიმატოვა იეჰოვამ,+ დამივიწყაო იეჰოვამ.+
15 განა დაივიწყებს დედა ძუძუთა ბავშვს
და არ შეიბრალებს თავის გაჩენილ ვაჟს?!
მან რომც დაივიწყოს, მე არ დაგივიწყებ.+
16 აი, ჩემს ხელისგულებზე ამოგკვეთე
და შენი კედლები მუდამ ჩემ წინაშეა.
17 შენკენ მოიჩქარიან შენი ძეები.
გაგეცლებიან შენი ამაოხრებლები და გამანადგურებლები.
18 თავი ასწიე და მიმოიხედე!
ყველანი ერთად იკრიბებიან,+
შენთან მოდიან.
«ჩემს თავს ვფიცავ*, — ამბობს იეჰოვა, —
მათით შეიმოსები და შეიმკობი,
როგორც პატარძალი, ისე მოირთვები მათით.
19 ერთ დროს აოხრებული, გაპარტახებული და ნანგრევებად ქცეული შენი მიწა+
ხალხს ახლა ევიწროება საცხოვრებლად;+
შორს იქნებიან შენი შთამნთქმელები.+
20 ვაჟები, რომლებიც შვილებდაკარგულს შეგეძინა, შენ გასაგონად იტყვიან:
„მევიწროება აქაურობა,
მომეცი საცხოვრებელი ადგილი“.+
21 გულში იტყვი:
„ვინ არის მათი მამა?
მე ხომ შვილებდაკარგული და უნაყოფო ქალი ვარ,
გადასახლებული და დატყვევებული.
ვინ დაზარდა ესენი?+
22 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა:
„აი, ხელს აღვმართავ ერებისთვის
და ჩემს ნიშანს აღვუმართავ ხალხებს.+
ხელში აყვანილს მოგიყვანენ ძეებს
და მხრებით ატარებენ შენს ასულებს.+
ჩემი მოიმედეები არ შერცხვებიან“.+
24 განა ძლიერს წაერთმევა ის, ვინც უკვე დაატყვევა?!
განა ტყვეები თავს დააღწევენ სასტიკ მმართველს?!
25 აი, რას ამბობს იეჰოვა:
შევეწინააღმდეგები შენს მოწინააღმდეგეებს+
და გადაგირჩენ ვაჟებს.
26 საკუთარ ხორცს ვაჭმევ შენს მჩაგვრელთ;
საკუთარი სისხლით ისე დათვრებიან, როგორც ახალი ღვინით.