მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ
1 პავლე — ქრისტე იესოს მოციქულად დანიშნული ღვთის ნებით იმ დაპირებული სიცოცხლის გასაცხადებლად, ქრისტე იესოს წყალობით რომ გახდა შესაძლებელი+ — 2 ტიმოთეს, საყვარელ შვილს:+
წყალობა, გულმოწყალება და მშვიდობა არ მოგკლებოდეს ღვთისგან, მამისგან, და ჩვენი უფლის, ქრისტე იესოსგან!
3 დღედაღამ გიხსენიებ გულმხურვალე ლოცვებში, რისთვისაც ვემადლიერები ღმერთს, რომელსაც ჩემი წინაპრებივით სუფთა სინდისით ვემსახურები. 4 მახსენდება შენი ცრემლები და შენს ნახვას ვნატრობ, რათა გულით გავიხარო. 5 ვიხსენებ შენს უთვალთმაქცო რწმენას,+ რომელიც შენამდე ბებიაშენ ლოისსა და დედაშენ ევნიკეს ჰქონდათ, და მჯერა, რომ კვლავაც გაქვს.
6 ამიტომ შეგახსენებ, რომ ცეცხლივით ააგიზგიზო ღვთის ძღვენი, რომელიც ჩემი ხელის დადებით მოგეცა,+ 7 რადგან ღმერთმა მოგვცა არა სიმხდალის სული,+ არამედ ძლიერების,+ სიყვარულისა და საღი აზროვნების. 8 ამიტომ ნუ შეგრცხვება ნურც ჩვენს უფალზე ქადაგების+ და ნურც ჩემ გამო, ვინც მისი გულისთვის ვარ დაპატიმრებული, არამედ ღვთის ძალაზე დანდობილმა გაუძელი განსაცდელს,+ რომელსაც სასიხარულო ცნობის გამო ხვდები.+ 9 მან გვიხსნა და მოგვიწოდა, რომ წმინდები ვყოფილიყავით,+ არა ჩვენი საქმეების, არამედ თავისი განზრახვისა და წყალობის გამო.+ ღმერთმა ქრისტე იესოს მეშვეობით დიდი ხნის წინათ ჩაიფიქრა, რომ ეს წყალობა ჩვენთვის ებოძებინა, 10 მაგრამ ახლა ის ცხადი გახდა იმით, რომ გამოჩნდა ჩვენი მხსნელი, ქრისტე იესო,+ რომელმაც სიკვდილი გააუქმა,+ ხოლო სიცოცხლესა+ და უხრწნელობას+ ნათელი მოჰფინა სასიხარულო ცნობით,+ 11 რომლის მქადაგებლად, მოციქულად და მასწავლებლადაც მე დავინიშნე.+
12 ამიტომაც ვიტანჯები ასე,+ მაგრამ არ მრცხვენია,+ რადგან ვიცი, ვინც ვიწამე, და მჯერა, რომ მას შესწევს ძალა, იმ დღემდე დაიცვას ის, რაც მივანდე.+ 13 ჩაეჭიდე იმ ჯანსაღ მოძღვრებას,+ რომელიც ჩემგან მიიღე რწმენითა და სიყვარულით, რაც ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფს გაქვს. 14 ჩვენში დამკვიდრებული წმინდა სულით დაიცავი ყოველივე ძვირფასი, რაც მოგენდო.+
15 შენ იცი, რომ აზიაში+ ყველამ ზურგი მაქცია, ფიგელესა და ჰერმოგენეს ჩათვლით. 16 ონისიფორეს+ შინაურებს კი უფალმა არ მოაკლოს წყალობა, რადგან მან ბევრჯერ გამამხნევა და ბორკილების გამო არ მომერიდა. 17 უფრო მეტიც, რომში ყოფნისას გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც. 18 უფალმა იეჰოვამ* უბოძოს მას წყალობა იმ დღეს. შენც ხომ კარგად იცი ყველაფერი, რაც მას ჩემთვის გაუკეთებია ეფესოში.