მათეს სახარება
4 მაშინ სულმა* იესო უდაბნოში წაიყვანა, სადაც ეშმაკი+ მის ცდუნებას შეეცადა.+ 2 მას შემდეგ, რაც 40 დღე-ღამე იმარხულა, მოშივდა. 3 მაშინ მაცდური+ მივიდა მასთან და უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ“. 4 მან კი მიუგო: «დაწერილია: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“».+
5 მაშინ ეშმაკმა ის წმინდა ქალაქში წაიყვანა,+ ტაძრის გალავანზე* დააყენა+ 6 და უთხრა: «თუ ღვთის ძე ხარ, გადახტი, რადგან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა“».+ 7 იესომ მიუგო: «ისიც დაწერილია: „არ გამოსცადო იეჰოვა, შენი ღმერთი“».+
8 შემდეგ ეშმაკმა ის ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა, აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება+ 9 და უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“. 10 იესომ მიუგო: «გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი+ და მხოლოდ მას ემსახურე“».+ 11 მაშინ გაეცალა მას ეშმაკი+ და აი, ანგელოზები მივიდნენ და მოემსახურნენ მას.+
12 შეიტყო იესომ იოანეს შეპყრობის ამბავი+ და გალილეაში წავიდა.+ 13 შემდეგ დატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას მდებარე კაპერნაუმში,+ ზებულონისა და ნაფთალის მხარეში, 14 რათა შესრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: 15 „ზებულონის მიწავ და ნაფთალის მიწავ, უცხოტომელთა გალილეავ, ზღვისკენ მიმავალ გზაზე რომ ხარ, იორდანის გაღმა! 16 ბნელში მსხდომმა ხალხმა დიდი სინათლე იხილა და სიკვდილის ჩრდილით მოცულ ქვეყანაში მსხდომთ სინათლე+ გამოუბრწყინდათ“.+ 17 იმ დროიდან იესომ ქადაგება დაიწყო: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო!“+
18 როცა გალილეის ზღვის ნაპირს მიუყვებოდა, დაინახა, რომ ორი ძმა, სიმონი, პეტრედ წოდებული,+ და მისი ძმა ანდრია, რომლებიც მებადურები იყვნენ, ბადეს ისროდნენ ზღვაში.+ 19 უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ!“+ 20 მათაც მაშინვე დატოვეს ბადეები და გაჰყვნენ.+ 21 იქიდან მომავალმა დაინახა სხვა ორი ძმა, ზებედეს ვაჟი იაკობი და მისი ძმა იოანე,+ რომლებიც მამასთან ერთად ნავში ბადეებს აკერებდნენ. იესომ მათაც მოუხმო.+ 22 მათ მაშინვე დატოვეს ნავიცა და მამაც და მას გაჰყვნენ.
23 დადიოდა იესო მთელ გალილეაში,+ ასწავლიდა სინაგოგებში,+ ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ და კურნავდა ხალხს ნებისმიერი ავადმყოფობისა თუ უძლურებისგან.+ 24 მისი ამბავი მთელ სირიას მოედო; მიჰყავდათ მასთან სხვადასხვა სენითა და სატანჯველით გაწამებული ავადმყოფები,+ დემონებით შეპყრობილები,+ ბნედიანები,+ დამბლადაცემულები და ის კურნავდა მათ. 25 მას დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა გალილეიდან, დეკაპოლისიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანის გაღმიდან.