გალატელების მიმართ
5 ქრისტემ ასეთი თავისუფლება გვიბოძა. ამიტომ მყარად იდექით+ და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს.+
2 მე, პავლე, გეუბნებით: თუ წინადაიცვეთთ, ვერავითარ სარგებლობას ვერ მიიღებთ ქრისტესგან.+ 3 კვლავ ვუმეორებ ყველა მამაკაცს: თუ წინადაიცვეთს, ვალდებულია, მთელი კანონი დაიცვას.+ 4 თქვენ, ვინც ცდილობთ, კანონის მეშვეობით ჩაითვალოთ მართლად,+ შორდებით ქრისტეს და მის წყალობას. 5 ჩვენ კი სულით ველით ნანატრ სიმართლეს, რაც რწმენით მიიღწევა, 6 რადგან ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფთათვის არც წინადაცვეთას აქვს მნიშვნელობა და არც წინადაუცვეთელობას,+ არამედ რწმენას, სიყვარულით მოქმედს.
7 სწორ გზას ადექით*.+ მაშ, ვინ შეგიშალათ ხელი, რომ აღარ დგახართ ჭეშმარიტების გზაზე? 8 ეს აზრი მას არ ჩაუგონებია თქვენთვის, ვინც მოგიწოდათ. 9 ცოტა საფუარიც კი მთელ ცომს აფუებს.+ 10 მჯერა, რომ თქვენ, ვინც უფალთან ერთობაში ხართ,+ სხვაგვარად არ იფიქრებთ, ხოლო თქვენში არეულობის შემომტანთ,+ ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, სასჯელი არ ასცდებათ. 11 მე კი, ძმებო, რატომღა მდევნიან, თუ კვლავინდებურად წინადაცვეთას ვქადაგებ? მაშინ აღარ ყოფილა დაბრკოლება წამების ძელი*.+ 12 ნეტავ თავს დაისაჭურისებდნენ* თქვენში არეულობის შემომტანნი!
13 თქვენ თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო! ოღონდ ამ თავისუფლებას ხორცის სურვილების დასაკმაყოფილებლად კი ნუ გამოიყენებთ,+ არამედ სიყვარულით, მონებივით მოემსახურეთ ერთმანეთს,+ 14 რადგან მთელი კანონი ერთ მცნებაშია თავმოყრილი: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“,+ 15 მაგრამ, თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს,+ ფრთხილად იყავით, რომ ერთმანეთი არ ამოწყვიტოთ.+
16 გეუბნებით: იარეთ სულით+ და მეტად აღარ შეასრულებთ ხორცის სურვილებს,+ 17 რადგან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი — ხორცის საწინააღმდეგო; ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ამიტომაც ვეღარ აკეთებთ იმას, რაც გსურთ.+ 18 ამასთანავე, თუ სული მიგიძღვით, კანონს არ ექვემდებარებით.
19 ხორცის საქმეები აშკარაა. ესენია: გარყვნილება*,+ უწმინდურება, თავაშვებულობა*,+ 20 კერპთაყვანისმცემლობა, სპირიტიზმი,+ მტრობა, დავა, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, განხეთქილება, სექტანტობა, 21 შური, სიმთვრალე,+ ღრეობა და მსგავსი საქმეები.+ გაფრთხილებთ, როგორც ადრეც გაგაფრთხილეთ, რომ ამ საქმეების ჩამდენნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ.+
22 ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, სიკარგე,+ რწმენა, 23 რბილი ხასიათი და თავშეკავება.+ არ არსებობს კანონი ასეთი თვისებების წინააღმდეგ. 24 მათ, ვინც ქრისტე იესოსნი არიან, ძელზე გააკრეს თავიანთი ხორცი მის ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად.+
25 თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.+ 26 ნუ გავხდებით პატივმოყვარენი,+ ნურც შევეჯიბრებით ერთმანეთს+ და ნურც შეგვშურდება.