პირველი წერილი კორინთელების მიმართ
13 ადამიანთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვლაპარაკობდე, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ისეთი საკრავივით ვიქნებოდი, გამაყრუებელ და შემაწუხებელ ხმას რომ გამოსცემს*. 2 წინასწარმეტყველების ძღვენი რომ მქონდეს, ყველა წმინდა საიდუმლო ვიცოდე, ყოველგვარ ცოდნას ვფლობდე+ და ისეთი რწმენა მქონდეს, რომ მთების გადაადგილება შემეძლოს, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი.+ 3 მთელი ჩემი ქონება სხვების დასაპურებლად რომ გავცე+ და სიცოცხლეც დავთმო, რათა ვიამაყო ამით, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს,+ ეს არაფერს მარგებს.
4 სიყვარული+ სულგრძელი+ და კეთილია. + სიყვარულს არ შურს*,+ სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს,+ 5 უწესოდ არ იქცევა,+ მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს,+ არ ღიზიანდება+ და წყენას გულში არ იდებს*,+ 6 უმართლობით არ ხარობს,+ არამედ სიმართლე ახარებს, 7 ყველაფერს იტანს,+ ყველაფერი სწამს,+ ყველაფრის იმედი აქვს+ და ყველაფერს ითმენს.+
8 სიყვარული არასოდეს მთავრდება*. წინასწარმეტყველების ძღვენი გაუქმდება, ენებზე საუბარი* შეწყდება, შეწყდება ცოდნის სასწაულებრივად მიღებაც. 9 ნაწილობრივი ცოდნა გვაქვს+ და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ, 10 მაგრამ, როცა სრული ცოდნა გვექნება, გაუქმდება ის, რაც ნაწილობრივია. 11 როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვივით ვლაპარაკობდი, ბავშვივით ვაზროვნებდი და ბავშვივით ვმსჯელობდი, მაგრამ ახლა, როცა კაცი ვარ, ყოველივე ბავშვური მოვიშორე. 12 ამჟამად ბუნდოვნად ვხედავთ, თითქოსდა ლითონის სარკეში ვიყურებოდეთ, მაშინ კი ნათლად დავინახავთ. ამჟამად ნაწილობრივი ცოდნა მაქვს ღვთის შესახებ, მაშინ კი მეც საფუძვლიანი ცოდნა მექნება, ისეთი, როგორიც მას აქვს ჩემ შესახებ. 13 ის, რაც რჩება, რწმენა, იმედი და სიყვარულია, და ამ სამიდან სიყვარული უდიდესია.+