ებრაელების მიმართ
10 კანონი მომავალ კურთხევათა ჩრდილია+ და არა თვით ეს კურთხევა,+ ამიტომ კანონს* არ შეუძლია მსხვერპლით, რომელიც გამუდმებით იწირება ყოველწლიურად, გაასრულყოფილოს ღვთის თაყვანისმცემლები.+ 2 სხვაგვარად, განა არ შეწყდებოდა მსხვერპლშეწირვა?! რადგან, თუ ღვთის თაყვანისმცემლები ერთხელ და სამუდამოდ განიწმინდებოდნენ, მათ ხომ აღარ დაქენჯნიდათ სინდისი ცოდვის გამო. 3 სინამდვილეში, ეს შესაწირავები ყოველწლიურად ახსენებს მათ, რომ ცოდვილები არიან,+ 4 რადგან მოზვრებისა და თხების სისხლით შეუძლებელია ცოდვის აღმოფხვრა.
5 ამიტომ, ქვეყნიერებაში როცა მოვიდა, ქრისტემ თქვა: «„მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე, მაგრამ სხეული გამიმზადე. 6 არ მოიწონე მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი და ცოდვის შესაწირავი“.+ 7 მაშინ ვთქვი: „აი, მოვედი შენი ნების შესასრულებლად, ღმერთო. ჩემ შესახებ გრაგნილზე წერია“».+ 8 ჯერ თქვა: „არ ისურვე და არ მოიწონე მსხვერპლი, შესაწირავი, მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი და ცოდვის შესაწირავი“, რომლებსაც კანონის თანახმად სწირავენ, 9 შემდეგ კი დასძინა: „აი, მოვედი შენი ნების შესასრულებლად“.+ ის აუქმებს პირველს, რათა ძალაში შევიდეს მეორე. 10 ღვთის ამ ნებით+ ვართ განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის მხოლოდ ერთხელ შეწირვით.+
11 ყოველი მღვდელი ყოველდღე თავის ადგილს იკავებს ღვთისმსახურების შესასრულებლად+ და მსხვერპლის არაერთგზის შესაწირავად,+ თუმცა ეს მსხვერპლი სრულად ვერასდროს გამოისყიდის ცოდვას.+ 12 ქრისტემ კი ერთხელ შესწირა მსხვერპლი ცოდვებისგან სამუდამოდ გამოსასყიდად და ღვთის მარჯვნივ დაჯდა.+ 13 მას შემდეგ ელის იმ დროს, როცა ღმერთი მის ფეხქვეშ მოაქცევს მის მტრებს.+ 14 მან ერთხელ შეწირვით სამუდამოდ გაასრულყოფილა ისინი,+ ვინც იწმინდებიან. 15 გარდა ამისა, წმინდა სულიც გვიმოწმებს, რადგან ამბობს: 16 „ეს არის შეთანხმება, რომელსაც დავუდებ მათ იმ დროის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა*. — გულში ჩავუნერგავ ჩემს კანონებს და გონებაში ჩავუწერ“.+ 17 შემდეგ კი ამბობს: „აღარ გავუხსენებ ცოდვასა და უკანონობას“.+ 18 და, რაკიღა ღმერთმა მოგვიტევა ცოდვები, საჭირო აღარაა ცოდვის შესაწირავი.
19 ამიტომ, ძმებო, რაკი იესოს სისხლის მეშვეობით თამამად შეგვიძლია წმინდათაწმინდაში+ შესვლა 20 სიცოცხლემდე მიმყვანი ახალი გზით, რომელიც მან გაგვიხსნა ფარდით,+ ანუ თავისი სხეულით, 21 და, რადგან გვყავს დიდებული მღვდელი, რომელსაც ღვთის სახლეულობა აბარია,+ 22 მივუახლოვდეთ ღმერთს წრფელი გულითა და ურყევი რწმენით, სხურებით განწმენდილი გულითა და გასუფთავებული სინდისით,+ სუფთა წყლით განბანილი სხეულით.+ 23 მტკიცედ და უყოყმანოდ განვაგრძოთ ჩვენი იმედის სახალხოდ გაცხადება,+ რადგან ერთგულია ის, ვინც დაგვპირდა. 24 ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ.+ 25 ნუ მოვიშლით ერთად შეკრებას ზოგიერთებივით,+ პირიქით, გავამხნეოთ ერთმანეთი,+ მით უმეტეს, რომ ვხედავთ იმ დღის მოახლოებას.+
26 თუ ჭეშმარიტების შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ კვლავ განზრახ ვცოდავთ,+ აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვების გამოსასყიდად,+ 27 ჩვენ ისღა გვრჩება, რომ ველოდოთ შიშის მომგვრელ სასამართლოს და რისხვის ცეცხლს, რომელიც გამზადებულია მოწინააღმდეგეთა მოსასპობად.+ 28 მოსეს კანონის დამრღვევი შეწყალების გარეშე ისჯება სიკვდილით ორი ან სამი კაცის მოწმობის საფუძველზე.+ 29 მაშ, რამდენად მკაცრ სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ღვთის ძე და უმნიშვნელოდ მიიჩნია შეთანხმების სისხლი,+ რომლითაც განიწმინდა, და ვინც შეურაცხყო ღვთის სული, რომლითაც ღვთის წყალობა ვლინდება?!+ 30 ჩვენ ვიცნობთ მას, ვინც თქვა: „მე ვიძიებ შურს, მე მივუზღავ“. და კიდევ: „იეჰოვა* გაასამართლებს თავის ხალხს“.+ 31 საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა!
32 გახსოვდეთ წინანდელი დრო: მას შემდეგ, რაც სინათლეს ეზიარეთ,+ დიდი ბრძოლა გადაიტანეთ და მრავალ სატანჯველს გაუძელით; 33 ხან საქვეყნოდ შეურაცხგყოფდნენ და გასაჭირში გყრიდნენ, ხანაც თავად ედექით მხარში მსგავს განსაცდელში მყოფთ; 34 პატიმრებს თანაუგრძნობდით და მაშინაც, როცა ქონებას გართმევდნენ,+ სიხარულს არ კარგავდით, რადგან იცით, რომ ბევრად უკეთეს, მარადიულ საკუთრებას ფლობთ.+
35 ამიტომ, ნუ დაკარგავთ გაბედულებას, რადგან ამის გამო დიდად დაჯილდოვდებით.+ 36 მოთმინება გმართებთ,+ რომ შეასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ დანაპირები, 37 რადგან „კიდევ ცოტაც“+ და „მოვა ის, ვინც მოდის, არ დააყოვნებს“.+ 38 „ჩემი მართალი მსახური რწმენით იცოცხლებს“+ და, „თუ უკან დაიხევს, არ მოვიწონებ მას“.+ 39 ჩვენ მათ არ ვგავართ, ვინც უკან იხევს დასაღუპავად,+ არამედ მათ, ვინც რწმენის წყალობით გადარჩება.