კოლოსელების მიმართ
3 თუ თქვენ ქრისტესთან ერთად აღდექით,+ ესწრაფეთ იმას, რაც ზეცაშია, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ.+ 2 იფიქრეთ ზეციურზე+ და არა მიწიერზე,+ 3 ვინაიდან თქვენ დაიხოცეთ და თქვენი სიცოცხლე ქრისტეს აბარია, რომელიც ღმერთთან ერთობაშია. 4 როცა გამოცხადდება ქრისტე, ჩვენთვის სიცოცხლის მომტანი,+ თქვენც მაშინ გამოცხადდებით მასთან ერთად განდიდებულნი.+
5 ამიტომ ჩაკალით თქვენში ხორციელი მისწრაფებანი,+ რათა არ ჩაიდინოთ გარყვნილება*, უწმინდურება, არ აჰყვეთ ვნებას,+ მავნე სურვილებს და არ გძლიოთ სიხარბემ, რაც კერპთაყვანისმცემლობაა. 6 ამ ყოველივეს გამო ღვთის რისხვას დაიტეხს კაცი. 7 უწინ თქვენც ასე ცხოვრობდით და იქცეოდით,+ 8 ახლა კი მოიშალეთ რისხვა, ბრაზი, ბოროტება,+ ლანძღვა+ და ბილწსიტყვაობა.+ 9 ნუ მოატყუებთ ერთმანეთს;+ მოიშორეთ ძველი პიროვნება+ და მისი საქმეები, 10 და შეიმოსეთ ახალი პიროვნებით,+ რომელიც საფუძვლიანი ცოდნის საშუალებით ახლდება, რათა უფრო მეტად დაემსგავსოს თავის შემოქმედს;+ 11 ასეთი პიროვნებისთვის აღარ არსებობს არც ბერძენი და არც იუდეველი, არც წინადაცვეთილი და არც წინადაუცვეთელი, არც უცხოელი, არც სკვითი*, არც მონა და არც თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ის არის ყოველივეში.+
12 ამიტომ თქვენ, როგორც ღვთის რჩეულები,+ წმინდა და საყვარელი ადამიანები, შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით,+ აგრეთვე სიკეთით, თავმდაბლობით,+ რბილი ხასიათითა+ და სულგრძელობით.+ 13 მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს+ მაშინაც კი, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ.+ როგორც იეჰოვამ* გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს.+ 14 გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით,+ რადგან ის სრულყოფილი გამაერთიანებელი კავშირია.+
15 თქვენს გულში ქრისტეს მშვიდობა ბატონობდეს,+ რადგან სწორედ ასეთი მშვიდობისკენ მოგიწოდათ ღმერთმა, რომ ერთი სხეული გამხდარიყავით. იყავით მადლიერნი. 16 სრულად იყავით მოცულნი ქრისტეს სიტყვით, რათა დაბრძენდეთ. ასწავლეთ ერთმანეთს და გაამხნევეთ ფსალმუნებით,+ საგალობლებით და ღვთის სამადლობელი სიმღერებით; მთელი გულით* უმღერეთ იეჰოვას*.+ 17 რასაც არ უნდა ამბობდეთ ან აკეთებდეთ, ყველაფერი უფალ იესოს სახელით აკეთეთ და მისი მეშვეობით მადლობა შესწირეთ ღმერთს, მამას.+
18 ცოლებო, ისე დაემორჩილეთ ქმრებს,+ როგორც უფლისთვისაა მოსაწონი. 19 ქმრებო, გიყვარდეთ ცოლები+ და უხეშად ნუ მოექცევით მათ.+ 20 ბავშვებო, ყველაფერში დაუჯერეთ მშობლებს,+ რადგან ეს მოსაწონია უფლისთვის. 21 მამებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს,+ რომ გული არ გაუტყდეთ. 22 მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ბატონებს,+ არა მათ დასანახავად და საამებლად, არამედ წრფელი გულით, იეჰოვასადმი* შიშით. 23 რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სულითა და გულით აკეთეთ, თითქოს იეჰოვასთვის* აკეთებდეთ+ და არა ადამიანებისთვის, 24 რადგან იცით, რომ იეჰოვასგან* მიიღებთ ჯილდოდ მემკვიდრეობას.+ მონებივით ემსახურეთ თქვენს ბატონს, ქრისტეს. 25 მას, ვინც უმართებულოდ იქცევა, საკადრისი მიეზღვება,+ რადგან ღმერთი მიკერძოებული არ არის.+