1 ტიმოთე
თუ ვინმე ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვის,+ კარგი საქმე ნდომებია. 2 ზედამხედველი უნდა იყოს ბრალდაუდებელი,+ ერთი ცოლის ქმარი, ზომიერი,+ საღად მოაზროვნე,+ წესრიგიანი,+ სტუმართმოყვარე*,+ უნდა შეეძლოს სწავლება;+ 3 არ უნდა იყოს ლოთი და აყალმაყალის ამტეხი,+ არც მოჩხუბარი,+ არამედ იყოს გონიერი,+ არ უნდა იყოს მტრულად განწყობილი,+ ფულის მოყვარული;+ 4 ოჯახს კარგად უნდა განაგებდეს+ და შვილები მთელი სერიოზულობით უნდა ემორჩილებოდნენ+ 5 (რადგან, თუ კაცმა ის არ იცის, ოჯახი როგორ განაგოს, ღვთის კრებაზე როგორ იზრუნებს?); 6 არ უნდა იყოს ახალმოქცეული,+ რომ არ გაყოყოჩდეს+ და ეშმაკისთვის გამოტანილი განაჩენი არ დაიტეხოს თავს;+ 7 აგრეთვე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეებისგან,+ რათა საყვედური არ დაიმსახუროს და ეშმაკის მახეში+ არ გაებას.
8 მომსახურეებიც+ სერიოზულები უნდა იყვნენ, არ უნდა იყვნენ ორპირები, ღვინოს მიძალებულები, უპატიოსნო შემოსავალს დახარბებულები,+ 9 უნდა იყვნენ რწმენის წმინდა საიდუმლოს+ სუფთა სინდისით შემნახველები.+
10 გარდა ამისა, ჯერ უნდა გამოიცადონ,+ გამოდგებიან თუ არა, და თუ ბრალდაუდებლები იქნებიან, იმსახურონ.+
11 ქალებიც სერიოზულები უნდა იყვნენ, არ უნდა იყვნენ ცილისმწამებლები,+ არამედ ზომიერები+ და ერთგულები.+
12 მომსახურე უნდა იყოს ერთი ცოლის ქმარი,+ შვილებისა და ოჯახის კარგი გამგებელი,+ 13 რადგან, ვინც კარგად მსახურობს, კარგ სახელს+ და სიტყვაში დიდ სითამამეს იძენს+ რწმენაში, რომელიც ქრისტე იესოშია.
14 თუმცა ვიმედოვნებ, რომ მალე მოვალ შენთან,+ მაინც გწერ ამას, 15 რათა, თუ დავაყოვნე, იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლეულობაში,+ რომელიც ცოცხალი ღვთის კრებაა, ჭეშმარიტების სვეტი და საყრდენი.+ 16 ღვთისადმი ერთგულების წმინდა საიდუმლო+ უეჭველად დიდია: „ის გამოცხადდა ხორცში,+ მართლად იქნა აღიარებული სულში,+ ეჩვენა ანგელოზებს,+ მასზე იქადაგეს ყველა ხალხში,+ ირწმუნეს ქვეყნიერებაში+ და აყვანილ იქნა დიდებაში“.+