იაკობის წერილი
4 რა იწვევს თქვენ შორის მტრობასა და დავას? განა თქვენივე ხორციელი სურვილები არა, რომლებიც თქვენს სხეულებში მძლავრობენ?!+ 2 რაც გინდათ, არ გაქვთ. ხოცავთ ერთმანეთს და იმას ეპოტინებით, რაც არ გეკუთვნით, მაგრამ საწადელს მაინც ვერ აღწევთ. დავობთ და მტრობთ ერთმანეთს.+ არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ, 3 და, როცა ითხოვთ, ვერ იღებთ, რადგან ცუდი განზრახვით ითხოვთ, ხორციელი სურვილების დასაკმაყოფილებლად.
4 მრუშებო*, განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა?! ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება.+ 5 ტყუილუბრალოდ კი არ წერია, ჩვენი გულისთქმები შურით საზრდოობსო.+ 6 მაგრამ ღვთის წყალობა უფრო დიდია. ამიტომაცაა ნათქვამი: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება,+ თავმდაბლების მიმართ კი წყალობას იჩენს“.+
7 ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს,+ წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს+ და გაგეცლებათ*.+ 8 დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ.+ გაისუფთავეთ ხელები, ცოდვილებო,+ და განიწმინდეთ გულები,+ მერყევებო. 9 იდარდეთ, იგლოვეთ და იტირეთ.+ სიცილი გლოვად იქციეთ და სიხარული — სევდად. 10 დაიმდაბლეთ თავი იეჰოვას* წინაშე+ და ის აგამაღლებთ.+
11 ძმებო, ნუღარ დაძრახავთ ერთმანეთს.+ ვინც თავის ძმას ძრახავს ან განსჯის, კანონს ძრახავს და კანონს განსჯის; და, თუ კანონს განსჯი, მოსამართლე გამოდიხარ და არა კანონის შემსრულებელი. 12 ერთია კანონმდებელი და მოსამართლე.+ მხოლოდ მას შეუძლია ხსნაც და მოსპობაც.+ შენ ვინა ხარ, მოყვასს რომ განსჯი?!+
13 ახლა თქვენ მისმინეთ, ვინც ამბობთ, დღეს ან ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთი წელი დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოგებას ვნახავთო,+ 14 არადა, არ იცით, რას მოგიტანთ ხვალინდელი დღე,+ რადგან თქვენი ცხოვრება ნისლივითაა, ცოტა ხნით ჩნდება, მერე კი ქრება.+ 15 პირიქით, უნდა ამბობდეთ, თუ იეჰოვა* ინებებს+ და ვიცოცხლებთ, ან ამას გავაკეთებთ, ან იმასო. 16 თქვენ კი ამაყობთ და ტრაბახობთ. ასეთი სიამაყე ბოროტებაა. 17 ვინც იცის, რა არის სწორი და არ აკეთებს, ცოდვად ეთვლება.+