იოანე
14 „გული ნუ აგიფორიაქდებათ.+ ირწმუნეთ ღმერთი+ და მირწმუნეთ მე.+ 2 მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია.+ ასე რომ არ იყოს, გეტყოდით. მე მივდივარ, რომ ადგილი მოგიმზადოთ.+ 3 თუ წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, კვლავ მოვალ+ და ჩემთან წაგიყვანთ,+ რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვარ.+ 4 თქვენ იცით იქ მოსასვლელი გზა, სადაც მივდივარ“.
5 თომამ+ მიუგო: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ+ და გზა როგორ გვეცოდინება?!“
6 იესომ უთხრა: „მე ვარ გზა,+ ჭეშმარიტება+ და სიცოცხლე.+ მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა.+ 7 მე რომ გცნობებოდით, მამაჩემიც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და გინახავთ იგი“.+
8 ფილიპემ უთხრა: „უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის“.
9 იესომ მიუგო: „ფილიპე, ამდენი ხანია თქვენთან ვარ და აქამდე ვერ გამიცანი? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა.+ როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო?+ 10 განა არა გწამს, რომ მე მამასთან ვარ ერთობაში, მამა კი — ჩემთან?+ რასაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ. მამა, რომელიც ჩემთან ერთობაში რჩება, აკეთებს თავის საქმეებს.+ 11 მერწმუნეთ, რომ მე მამასთან ვარ ერთობაში, მამა კი — ჩემთან, საქმეების გამო მაინც ირწმუნეთ.+ 12 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვისაც მე ვწამვარ, ისიც გააკეთებს საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, და მეტსაც გააკეთებს,+ რადგან მე მამასთან მივდივარ.+ 13 ასევე, რაც არ უნდა ითხოვოთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამაჩემი ძის მეშვეობით.+ 14 თუკი რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.
15 თუ გიყვარვართ, ჩემს მცნებებს დაიცავთ.+ 16 მე ვთხოვ მამას და ის მოგცემთ სხვა დამხმარეს, რათა მარადიულად თქვენთან იყოს,+ 17 ჭეშმარიტების სულს,+ რომელსაც ვერ მიიღებს ქვეყნიერება,+ რადგან ვერც ხედავს მას და არც იცნობს. თქვენ იცნობთ მას, რადგან ის თქვენთან რჩება და თქვენშია.+ 18 მე მოვალ თქვენთან, ობლად არ დაგტოვებთ.+ 19 ცოტაც და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს,+ თქვენ კი მიხილავთ,+ რადგან მე ვცოცხლობ და თქვენც იცოცხლებთ.+ 20 იმ დღეს გაიგებთ, რომ მე მამაჩემთან ვარ ერთობაში, თქვენ ჩემთან ხართ ერთობაში, მე კი — თქვენთან.+ 21 ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ,+ ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, მას მამაჩემიც შეიყვარებს, მეც შევიყვარებ და თავად გამოვეცხადები“.
22 იუდამ,+ არა ისკარიოტელმა, ჰკითხა მას: „უფალო, რა მოხდა, რატომ აპირებ ჩვენ გამოგვეცხადო და არა ქვეყნიერებას?“+
23 იესომ მიუგო: „ვისაც ვუყვარვარ, ჩემს სიტყვას დაიცავს+ და მამაჩემიც შეიყვარებს მას. მივალთ და დავმკვიდრდებით მასთან.+ 24 ვისაც არ ვუყვარვარ, ჩემს სიტყვებს არ იცავს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი არ არის, არამედ მამისაა, რომელმაც გამომგზავნა.+
25 ეს გითხარით თქვენთან ყოფნისას, 26 მაგრამ დამხმარე, წმინდა სული*, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს.+ 27 მშვიდობას გიტოვებთ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ,+ მაგრამ არა ისე, როგორც ქვეყნიერება იძლევა. გული ნუ აგიფორიაქდებათ და ნურც შიშისგან შეგეკუმშებათ. 28 ხომ მოისმინეთ, რომ გითხარით, მივდივარ და დავბრუნდები-მეთქი თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაგიხარდებოდათ, მამასთან რომ მივდივარ, რადგან მამა ჩემზე დიდია.+ 29 ახლა გითხარით ეს, სანამ მოხდებოდეს,+ რადგან, როცა მოხდება, ირწმუნოთ. 30 ბევრს აღარაფერს გეტყვით, რადგან ქვეყნიერების მმართველი+ მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე,+ 31 მაგრამ იმისათვის, რომ ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ მამა მიყვარს, რაც მამამ დამიდო მცნებად,+ იმას ვაკეთებ. ადექით, წავიდეთ აქედან“.