2 კორინთელები
1 პავლე, ქრისტე იესოს მოციქული+ ღვთის ნებით, და ძმა ტიმოთე+ ღვთის კრებას კორინთში და წმინდებს+ აქაიაში:+
2 წყალობა და მშვიდობა თქვენ ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან.+
3 კურთხეული იყოს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა,+ თანაგრძნობისა+ და ყოველგვარი ნუგეშის მამა,+ 4 რომელიც ყოველგვარ გასაჭირში+ გვანუგეშებს,+ რათა ჩვენც შევძლოთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს.+ 5 როგორც მრავალ ტანჯვას ვიტანთ ქრისტესთვის,+ ისევე მრავლად ვიღებთ ნუგეშისცემას ქრისტეს მეშვეობით.+ 6 თუ გასაჭირში ვართ, თქვენი ნუგეშისცემისა და ხსნისთვის ვართ,+ და თუ ნუგეშცემულნი ვართ, თქვენი ნუგეშისთვის ვართ, რომ გაუძლოთ იმავე ტანჯვებს, რომლითაც ჩვენ ვიტანჯებით.+ 7 ასე რომ, იმედს ვამყარებთ თქვენზე. ვიცით, რომ როგორც ტანჯვებში ხართ ჩვენი მოზიარენი, ასევე იქნებით ნუგეშშიც.+
8 არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირი, რაც აზიაში*+ გადავიტანეთ, გაუსაძლისად რომ გვავიწროებდნენ და სიცოცხლის იმედიც აღარ გვქონდა.+ 9 ისე ვგრძნობდით თავს, თითქოს სასიკვდილო განაჩენი გვქონდა გამოტანილი, რათა საკუთარი თავის იმედი კი არ გვქონოდა,+ არამედ ღვთისა, რომელიც მკვდრებს აღადგენს.+ 10 მან ამხელა რაღაცისგან, სიკვდილისგან გვიხსნა და კვლავაც გვიხსნის.+ ჩვენ მისი იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გვიხსნის.+ 11 თქვენც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, მხურვალედ ილოცოთ ჩვენთვის,+ რათა მრავალმა ჩვენთვის აღავლინოს მადლობა+ იმის გამო, რაც მრავალთა ლოცვის წყალობით მოგვენიჭა.+
12 ვამაყობთ იმით, რაზეც ჩვენი სინდისი მოწმობს,+ რომ სიწმინდითა და ღვთისგან ბოძებული გულწრფელობით ვიქცეოდით ქვეყნიერებაში, განსაკუთრებით კი თქვენ მიმართ — არა ხორციელი სიბრძნით,+ არამედ ღვთის წყალობით. 13 სხვას არაფერს გწერთ გარდა იმისა, რაც კარგად იცით და რასაც აღიარებთ, და ვიმედოვნებ, რომ აღსასრულამდე აღიარებთ.+ 14 როგორც თქვენ აღიარეთ, რომ შეგიძლიათ ჩვენით იამაყოთ,+ ჩვენც ასევე ვიამაყებთ თქვენით ჩვენი უფლის იესოს დღეს.+
15 ამაში დარწმუნებული აქამდეც ვაპირებდი თქვენთან მოსვლას,+ რათა მეორედ+ გაგეხარათ. 16 მინდოდა, თქვენთან გამომევლო და ისე წავსულიყავი მაკედონიაში,+ მაკედონიიდან ისევ თქვენთან+ დავბრუნებულიყავი და იუდეაში გაგეცილებინეთ.+ 17 დაუფიქრებლად ხომ არ მოვიქეცი, ეს რომ დავაპირე?+ ანდა ხორციელად ხომ არ განვიზრახავ,+ რასაც განვიზრახავ, თითქოს „დიახ-დიახსაც“ ვამბობ და „არა-არასაც“?+ 18 ღმერთს შეგიძლიათ ენდოთ, რომ არ არის ჩვენი სიტყვები თქვენ მიმართ ერთდროულად „დიახიც“ და „არაც“, 19 რადგან ღვთის ძე,+ ქრისტე იესო, რომელიც ჩვენ, მე, სილვანუსმა და ტიმოთემ+ გიქადაგეთ, არ გამხდარა ერთდროულად „დიახიც“ და „არაც“, არამედ „დიახ“ გახდა „დიახ“ მის შემთხვევაში.+ 20 რამდენი დანაპირებიც არ უნდა ჰქონდეს+ ღმერთს, ყველა მათგანი „დიახ“ ხდება მისი მეშვეობით.+ ამიტომ მისი მეშვეობით ვეუბნებით ღმერთს სადიდებლად „ამინს“.+ 21 ის, ვინც გვარწმუნებს ჩვენც და თქვენც, რომ ქრისტესნი ვართ და ის, ვინც გვცხო,+ ღმერთია. 22 მან თავისი ბეჭედიც+ დაგვასვა და მოგვცა სული+ ჩვენს გულებში, რაც მომავლის საწინდარია.+
23 ღმერთი იყოს ჩემი სულის მოწმე,+ რომ გინდობდით+ და აქამდე ამიტომ არ მოვდიოდი კორინთში. 24 ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს რწმენაზე ვბატონობთ,+ არამედ გეხმარებით,+ რომ სიხარული გქონდეთ, ვინაიდან თქვენივე რწმენით+ დგახართ.+