ეფესოელების მიმართ
6 ბავშვებო, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს+ უფლის ნებისამებრ, რადგან ასეა სწორი. 2 „პატივი ეცი მამას და დედას“,+ — ეს არის პირველი მცნება, რომელსაც თან ახლავს დანაპირები: 3 „მაშინ მოგემართება ხელი და დღეგრძელი იქნები დედამიწაზე“. 4 თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს,+ არამედ იეჰოვას* მოსაწონად აღზარდეთ+ და დაარიგეთ.+
5 მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ბატონებს+ წრფელი გულით, შიშითა და კრძალვით, როგორც ქრისტეს, 6 არა სხვების დასანახავად და საამებლად,+ არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულითა და გულით ღვთის ნების შემსრულებელნი.+ 7 დაუზარებლად ემსახურეთ თქვენს ბატონებს, თითქოს იეჰოვას* ემსახურებოდეთ+ და არა ადამიანებს, 8 რადგან იცით, რომ თითოეულს, მონა იქნება თუ თავისუფალი, იეჰოვა* დააჯილდოებს ყოველი კარგი საქმისთვის.+ 9 ბატონებო, თქვენც ასევე მოექეცით მათ, შიშში ნუ გეყოლებათ, რადგან იცით, რომ თქვენც და მათაც ერთი ბატონი გყავთ ზეცაში,+ რომელიც მიკერძოებული არ არის.
10 დაბოლოს, გაძლიერდით+ უფალში მისი განუზომელი ძალის წყალობით. 11 შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურვლით,+ რათა წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12 რადგან ხორციელთა წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით,+ არამედ ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ, მთავრობათა, ხელისუფლებათა და ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ.+ 13 ამიტომ აღიჭურვეთ ღვთის სრული საჭურვლით,+ რათა შეძლოთ მტრის მოგერიება ბოროტ დღეს, და, როცა ყველაფერს შეასრულებთ, შეძლებთ მტკიცედ დადგომას.
14 მაშ, მტკიცედ იდექით, ჭეშმარიტების სარტყელშემორტყმულნი,+ სიმართლის ჯავშნით შემოსილნი+ 15 და მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად ფეხშემოსილნი.+ 16 გარდა ამისა, აიღეთ რწმენის დიდი ფარი,+ რომლითაც შეძლებთ ბოროტის ცეცხლმოკიდებული ისრების მოგერიებას.+ 17 აგრეთვე, დაიფარეთ ხსნის მუზარადი+ და აიღეთ სულის მახვილი ანუ ღვთის სიტყვა.+ 18 მუდამ აღავლინეთ ყოველგვარი ლოცვა+ და ვედრება სულით;+ იფხიზლეთ და გამუდმებით ევედრეთ ღმერთს ყველა წმინდისთვის. 19 ჩემთვისაც ილოცეთ, რომ, როცა ბაგეს გავხსნი, საჭირო სიტყვები წარმოვთქვა და თამამად გავაცხადო სასიხარულო ცნობის წმინდა საიდუმლო,+ 20 რომლისთვისაც ბორკილდადებული ელჩი ვარ,+ და გაბედულად გავაცხადო ის, როგორც მმართებს კიდეც.
21 ჩემს ამბებს ტიქიკე+ შეგატყობინებთ, საყვარელი ძმა და უფლის ერთგული მსახური.+ 22 სწორედ იმიტომ ვგზავნი მას თქვენთან, რომ შეგატყობინოთ ჩვენი ამბავი და განუგეშოთ.
23 მშვიდობა, სიყვარული და რწმენა ჰქონდეთ ძმებს ღვთისგან, მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან! 24 წყალობა ნუ მოაკლდებათ მათ, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე!