იოანეს გამოცხადება
7 ამის შემდეგ ვიხილე დედამიწის ოთხ კუთხეში მდგომი ოთხი ანგელოზი, რომლებსაც მაგრად ეჭირათ დედამიწის ოთხი ქარი, რათა არ ექროლათ არც მიწაზე და არც ზღვაზე და არც რომელიმე ხისთვის დაებერათ. 2 ვიხილე სხვა ანგელოზიც, მზის ამოსავლიდან ამომავალი, რომელსაც ცოცხალი ღვთის ბეჭედი ჰქონდა. მან ხმამაღლა მიმართა ოთხ ანგელოზს, რომელთაც ნება ჰქონდათ მიცემული, ევნოთ მიწისა და ზღვისთვის: 3 „ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას და ნურც ხეებს, სანამ ბეჭედს არ დავასვამთ+ შუბლზე+ ჩვენი ღვთის მონებს“.
4 გავიგონე ბეჭედდასმულთა, ისრაელის ყველა ტომიდან+ ბეჭედდასმულთა, რიცხვი, 144 000:+
5 იუდას ტომიდან 12 000 ბეჭედდასმული,
რეუბენის ტომიდანაც 12 000,
გადის ტომიდანაც 12 000,
6 აშერის ტომიდანაც 12 000,
ნაფთალის ტომიდანაც 12 000,
მენაშეს+ ტომიდანაც 12 000,
7 სიმონის ტომიდანაც 12 000,
ლევის ტომიდანაც 12 000,
ისაქარის ტომიდანაც 12 000,
8 ზებულონის ტომიდანაც 12 000,
იოსების ტომიდანაც 12 000
და ბენიამინის ტომიდანაც 12 000 ბეჭედდასმული.
9 ამის შემდეგ გავიხედე და დავინახე უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან;+ იდგნენ ისინი ტახტისა და კრავის წინ თეთრი გრძელი სამოსლით შემოსილნი,+ ხელში პალმის ტოტები ეჭირათ+ 10 და ხმამაღლა ამბობდნენ: „ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს,+ და კრავს+ ვუმადლით!“
11 ყველა ანგელოზი ტახტის, უხუცესებისა+ და ოთხი ცოცხალი არსების ირგვლივ იდგა. ისინი პირქვე დაემხვნენ ტახტის წინ, თაყვანი სცეს ღმერთს 12 და თქვეს: „ამინ! ქება-დიდება, სიბრძნე, მადლობა, პატივი, ძლიერება და ძალა ჩვენს ღმერთს მარადიულად!+ ამინ!“
13 მაშინ ერთ-ერთმა უხუცესმა მკითხა: „ვინ არიან ეს თეთრი გრძელი სამოსლით შემოსილნი+ და საიდან მოვიდნენ?“ 14 მე მაშინვე მივუგე: „ჩემო ბატონო, ეგ შენ იცი“. მან კი მითხრა: „ამათ დიდი გასაჭირი გამოიარეს,+ გრძელი სამოსელი გაირეცხეს და კრავის სისხლით+ გაათეთრეს. 15 ამიტომაც დგანან ღვთის ტახტის წინ; ისინი მისივე ტაძარში ემსახურებიან მას დღე და ღამე; ტახტზე მჯდომი+ თავის კარავს გაუშლის მათ.+ 16 აღარ მოშივდებათ, აღარც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც პაპანაქება შეაწუხებთ,+ 17 რადგან ტახტთან მყოფი კრავი+ დამწყემსავს+ მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება.+ მოსწმენდს ღმერთი მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან“.+