პეტრეს მეორე წერილი
3 საყვარელნო, აი, უკვე მეორე წერილს გწერთ, და ამ წერილითაც, ისევე როგორც პირველით, შეგახსენებთ, რომ საღად იაზროვნოთ,+ 2 რათა გახსოვდეთ წმინდა წინასწარმეტყველთა სიტყვები და მოციქულების მიერ თქვენთვის გადმოცემული უფლისა და მხსნელის მცნება. 3 უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ ბოლო დღეებში გამოჩნდებიან დამცინავები მათთვის ჩვეული დაცინვით, თავიანთი სურვილებისამებრ მოიქცევიან+ 4 და იტყვიან: „ხომ დაგპირდათ, მოვალო*?! აბა სად არის?!+ მას შემდეგ, რაც ჩვენი მამა-პაპა დაიხოცა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქვეყნიერების შექმნიდან იყო“.+
5 ისინი განზრახ უგულებელყოფენ იმას, რომ ოდითგანვე არსებობდა ცა და მიწა, რომელიც ღვთის სიტყვის თანახმად წყლიდან მყარ მასად ამოიწია და წყლებს შუა მოთავსდა.+ 6 მათი მეშვეობით წაილეკა იმდროინდელი ქვეყნიერება.+ 7 ახლანდელი ცა და დედამიწა კი იმავე სიტყვის თანახმად ცეცხლისთვის და უღვთოთა გასამართლებისა და განადგურების დღისთვისაა შემონახული.+
8 საყვარელნო, გახსოვდეთ, რომ იეჰოვასთვის* ერთი დღე ათასი წელია, ხოლო ათასი წელი — ერთი დღე.+ 9 იეჰოვა* არ აყოვნებს დანაპირების შესრულებას,+ ზოგიერთებს დაყოვნებად რომ მიაჩნიათ; პირიქით, სულგრძელია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს.+ 10 იეჰოვას* დღე+ ქურდივით მოვა.+ მაშინ ცა სწრაფად, გრგვინვით განადგურდება,+ შემადგენელი ნაწილები სიმხურვალისგან დაიშლება და დედამიწა თავისი საქმეებითურთ გაშიშვლდება.+
11 თუ ყველაფერი ასე დაიშლება, დაფიქრდით, როგორი ადამიანები უნდა იყოთ! სიწმინდე უნდა დაიცვათ და ღვთისმოსაწონად მოიქცეთ თქვენ, 12 ვინც მოუთმენლად ელით იმ დროს, როცა დადგება იეჰოვას* დღე,+ რომელიც ცას ცეცხლით გაანადგურებს+ და შემადგენელ ნაწილებს სიმხურვალით დაადნობს! 13 თუმცა მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას,+ სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე.+
14 საყვარელნო, რაკი ელით ამას, ყველანაირად ეცადეთ, რომ, როცა მის წინაშე წარდგებით, იყოთ უმწიკვლონი, უმანკონი და მშვიდობის მქონენი.+ 15 ჩვენი უფლის სულგრძელობა ხსნად მიიჩნიეთ, როგორც ეს ჩვენმა საყვარელმა ძმამ, პავლემაც, მოგწერათ ღვთისგან ნაბოძები სიბრძნით,+ 16 რის შესახებაც ის თავის ყველა წერილში წერდა. ამ წერილებში ზოგიერთი რამ ძნელად გასაგებია, რასაც უმეცარნი და სუსტი რწმენისანი წმინდა წერილების სხვა მონაკვეთების მსგავსად ამახინჯებენ თავიანთივე თავის დასაღუპავად.
17 საყვარელნო, რაკი ეს იცით, გაფრთხილდით, რომ თქვენც მათსავით არ აგიყოლიოთ უღვთოთა მცდარმა აზროვნებამ და სიმტკიცე არ დაკარგოთ.+ 18 ძალ-ღონე არ დაიშუროთ იმისათვის, რომ უხვად გქონდეთ ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს, წყალობა და გაიღრმაოთ ცოდნა. მას დიდება ახლაც და მარადიულადაც! ამინ!